მაღალმთიანი აჭარის ცენტრალურ საავადმყოფოებში საყოველთაო დაზღვევა აღარ მოქმედებს

saaaa

25 აპრილიდან მაღალმთიანი აჭარის ცენტრალურ საავადმყოფოებში სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ პროგრამებზე საყოველთაო დაზღვევა აღარ მოქმედებს. განცხადება ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გააკეთა. მიხეილ მჟავანაძე სამომავლოდ საავადმყოფოს გაუქმებაზეც საუბრობს. ოპოზიციის განცხადებით, გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება, მშობიარობა, საკეისრო კვეთა და გეგმიური ქირურგიული მომსახურებით პაციენტები უფასოდ ვეღარ სარგებლობენ.

განმარტებები გააკეთეს სამედიცინო კორპორაცია “ევექსში”. გიორგი ნიორაძის თქმით, შენარჩუნდება სტაციონარული მომსახურება მხოლოდ ხულოს საავადმყოფოში. რაც შეეხება შუახევსა და ქედას, აქ მხოლოდ ამბულატორიული მომსახურებით ისარგებლებენ. მიზეზი მედიკოსების მხრიდან შეცდომების თავიდან აცილებაა.