“ოჯახი”, საიდანაც ლუკაშენკოს მოსაწვევი გამოატანეს, ევროპა ნამდვილად არაა”

მუხრან ბურჭულაძე

“საქართველო ვერ დაუბრუნდება იმ ბოროტების წიაღს რომლისგანაც ესესაა გათავისუფლდა.
რამ ააკრიახა საქართველოს ხელისუფლება?
“ოჯახი”, საიდანაც ლუკაშენკოს მოსაწვევი გამოატანეს, ევროპა ნამდვილად არაა. იმ ოჯახში ვერ დაიკვეხნიან წარმატებული ეკონომიკით, დემოკრატიის ხარისხით, ფასეულობებითა და განვითარებით.
თავისთავად დადებითი მოვლენაა პარტნიორებთან ურთიერთობის ახალ საფეხურზე აყვანა, მაგრამ გამორიცხული არაა აბაშიძე-კარასინი ახლა ლუკაშენკო-ღარიბაშვილმა ჩაანაცვლონ და შედეგად ჩვენი პოზიციები შესუსტდეს.
ეს რომ საქართველოს განვითარებაზე ორიენტირებული, ეროვნული სულისკვეთების მქონე მთავრობა იყოს, საფრთხედ არ განვიხილავდი, მაგრამ ამ გამყიდველების “ევრაზიულ ოჯახში” გაშვება ძალიან მაშინებს.”_წერს მუხრან ბურჭულაძე საკუთარი ფეისბუკის გვერდზე.