„იმედი“ სკანდალი: „პატარკაციშვილის ოჯახს არასდროს სურდათ ხელისუფლებასთან დაპირისპირება…

9oxniiiii

პატარკაცისშვილის ოჯახს არასდროს სურდათ ხელისუფლებასთან დაპირისპირება და ცდილობდნენ თუნდაც კომპრომისების ხარჯზე არ გაემწვავებინათ ურთიერთობა, ახლაც იმავეს იზამენ-ამის შესახებ განცხადება, “პირველ რადიოსთან” საუბრისას იურისტმა ვალერი გელბახიანმა გააკეთა. გელბახიანი ტელეკომპანია “იმედის” წამყვანების, ინგა გრიგოლიას და ეკა ხოფერიას მიერ გაკეთებულ იმ გაცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ცდილობს გადაცემებში ჩარევას. ვალერი გელბახიანმა ასევე შეაფასა დღეს ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ტელეკომპანია ემიჯნება გრიგოლიას და ხოფერიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს. იურისტი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები ხელისუფლების მიერ ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებით ტყუილს არ იტყოდნენ, შესაბამისად გელბახიანის თქმით, ტელეწამყვანების განცხადების შემდეგ არხის ხელმძღვანელობამ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას მოერიდა და უკან დაიხია.

“რა თქმა უნდა შემთხვევით არაფერი არ ხდება, მითუმეტეს, როდესდაც ინგა გრიგოლია არის ტელეკომპანია “იმედის” იმ პერიოდის ჟურნალისტი, როდესაც დარბეულ იქნა ტელეკომპანია . ის კინაღამ ემსხვერპლა იმ სპეცოპერაციას, ამიტომ ის ასე უაპელაციოდ არ გააკეთებდა ამ განცხადებას, რომ არ იყოს რეალური მიზეზი. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას წარმოადგენს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი. პატარკაციშვილის ოჯახს არასდროს სურდათ ხელისუფლებასთან დაპირისპირება და ცდილობდნენ თუნდაც კომპრომისების ხარჯზე არ გაემწვავებინათ ურთიერთობა და ბუნებრივია ამ ეტაპზეც იმავეს იზამს. ალბათ ტელეკომპანიის მფლობელები ამ ეტაპზეც თვლიან ,რომ არ ღირს ხელისუფლების გამოწვევა და არ ადასტურებენ ჟურნალისტების ასეთ განცხადებებს. რადგან გრიგოლია ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ამ განცხადების გამო არ დასაჯა, ეს ნიშნავს, რომ მას ტყუილი არ უთქვამს და უბრალოდ უკან დაიხია ხელმძღვანელობამ,”-განაცხადა გელბახიანმა.