ეპიდემია: ჩრდილოეთ ოსეთში 13 ადამიანი გარდაიცვალა – 3 ღორის გრიპით

5oiu

H1N1 ვირუსი აღმოაჩნდა ჩრდილოეთ ოსეთის სამ მოქალაქეს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალნენ. საერთო ჯამში გრიპისა და პლევმონიისგან იქ სულ 13 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა კონკრეტული ტიპი მხოლოდ 3-ს დაუდგინდა. ამ დროისთვის გრიპის ვირუსით ჩრდილოეთ ოსეთში დაახლოებით 8 ათასი ადამიანია დაავადებული, მათგან 400-ს პლევმონია დაუდგინდა. გრიპის ეპიდემია ჯერჯერობით არ გავრცელებულა ვლადიკავკაზზე, თუმცა რესპუბლიკის დანარჩენ ტერიტორიაზე მძვინვარებს.