ცოლის ბიძიაშვილი,სიძე და მეგობრები-რა კრიტერიუმებით ირჩევს თანამშორმლებს ყვარლის გამგებელი

8ilia_mzeqalashvili

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის კოორდინატორი ვალერი შოშიაშვილი, ნეპოტზმის ახალ ფაქტებზე საუბრობს. მისი განცხადებით, ყვარელში კადრები გამგებლის ცოლის ბიძაშვილებით და ასევე მისი, მეგობრის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ლექსო ფერიაშვილის ახლობლებით დააკომპლექტა.

„ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამგებლიმა ილია მზაქალაშვილმა კეთილმოწყობის მონიტორინგის სამსახურის უფროსად დის ქმარი – დავით ჭრელაშვილი დანიშნა. ხოლო ამავე სამსახურში დაასაქამა ლექსო ფერიაშვილის ბიძაშვილი მალხაზ ბიჭაშვილი“, – აცხადებს შოშიაშვილი . თუმცა მისივე თქმით, კლანური გადანაწილება ყვარელში ამით არ სრულდება . შოშიაშვილი ირწმუნება, რომ ილია მზექალაშვილი უპირატესობას ცოლის ახლობლებს ანიჭებს და მათ თანამდებობებს უხვად ურიგებს.

“ მზექალაშვიოლმა ბაგა – ბაღების გაერთიანებაში ცოლის ერთი ბიძაშვილი ზაზა ზაუტაშვილი დაასაქმა. ხოლო მეორე ბიძაშვილს – ზაზა მჭედლიოშვილი ერთ – ერთი სამსახურის უფროსობა უბოძა.კულტურის განვითარების ცენტრის ერთ მოადგილედ კი ცოლის და ნატა ზაუტაშვილი და ლექსო ფერიაშვილის ბიძაშვილი მაია ზარდიაშვილი დანიშნა“ , – აცხადებს შოშიაშვილი.

შეგახსენებთ , რომ რამდენიმი დღის წინ გაერთიანებული დემოკრატების კახეთის ორგანოზაციამ ნეპოტიზმში გურჯაანის, ახმეტის, თელავის და ლაგოდცეხის მუნიციპალიტეტების ხელმაძღვანელებიც ამხილა.