სასტუმრო „კოლხეთი“, “ივერია“ და ფიჭვნარის ტურისტული ზონა-შეჩერებული საინვესტიციო პროექტები ქობულეთში

რევაზ ხარაზი

ქობულეთში ფიჭვნარის ტურისტული ზონის მაგალითზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქობულეთში ინვესტიციების შეჩერების ფაქტზე საუბრობს. რევაზ ხარაზის განცხადებით, ტურისტულ ზონად გამოცხადებული ტერიტორიით ინვესტორები აღარ ინტერესდებიან, რადგან ხელისუფლებამ დადებული პირობა, მოეწესრიგიბინა გარემო და ინფრასტრუქტურა, არ შეასრულა. რეზო ხარაზი, ასევე, სასტუმროების „კოლხეთის“ და „ივერიის“ რეაბილიტაციის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ობიექტები კახი კალაძისა და ქართუ ჯგუფის საკუთრებაა, ამის მიუხედავად სასტუმროების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რამდენიმე წელია არ დასრულებულა.

წყარო: “ტვ25”