სუხიშვილების გოპაკი უკრაინის მხარდასაჭერად (ფოტო+ვიდეო)

15142320gggg

ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები უკრაინაში გასტროლებს განაგრძობს. ნიკოლაევის სცენაზე კონცერტი ხორუმით გაიხსნა. ქართველ მოცეკვავეები სცენაზე უკრაინის დროშით გამოვიდნენ, რასაც დარბაზში ოვაციები და შეძახილები მოჰყვა. თუმცა ეს სუხიშვილების ერთადერთი სიურპრიზი არ იყო. კონცერტის მეოე განყოფილებაში ანსამბლმა უკრაინული გოპაკი შეასრულა. ქართული ნაციონალური ბალეტის მხრიდან მხარდაჭერა უკრაინელებისადმი არც ამით ამოწურულა. კონცერტის ბოლოს ანსამბლის ხემლძღვანელმა დარბაზში დამსწრე მაყურებელს, სცენიდან უკრაინულ ენაზე მიმართა-„გაუმარჯოს უკრაინას! საქართველო თქვენთანაა“!