“გამქრალი ორი მილიონი”-შავლიაშვილის პირველი კომენტარი

14davit

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადასტურებს, რომ შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” 2014 წლის ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშების ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, დააკავეს თუ არა, წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტერი თამარ ფხოველიშვილი.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსური და ბუღალტრული ანალიზისას, დაფიქსირდა გარკვეული შეუსაბამობები, რის თაობაზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
“სამინისტრომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლა საქმე და, შემდგომი რეაგირებისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გადაუგზავნა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება და მის დასრულებამდე ამ თემასთან დაკავშირებით, რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება მხოლოდ გამოძიების პროცესზე ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს”, – აცხადებენ სამინისტროში.

“რამოდენიმე დღის წინ სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით (ორ მილიონზე მეტი ლარი) გაფლანგისთვის დააკავეს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალ-მომარაგების კომპანიის“ (სგწკ) ყოფილი მთავარი ბუღალტერი, ამჟამად სატყეო დეპარტმენტის თავჯდომარეს მოადგილე თამარ ფხოველიშვილი.”-აღნიშნულ ინფორმაციას ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს პარტიის ინფორმაციით, მთავრობა ამ შემთხვევას გარკვეული მოსაზრებებით არ ახმოვანებს.

“ორი წლის განმავლობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას აცნობდა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ/კორუფციული მმართველობის კონკრეტულ სქემებს. ამ სქემების მეშვეობით ხდებოდა და ხდება „ქართული ოცნების“ ლიდერების ნათესავებისა და მეგობრების დასაქმება, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და კორუფციული გარიგებების დადება. ამ განცხადებებზე მთავრობის მხრიდან არც ერთხელ არავითარი რეაქცია არ მოყოლია. ბოლო დროინდელმა და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ღარიბაშვილი/თამაზაშვილის კლანის მიმართ განხიბლამ აიძულა მთავრობა გადაედგა გარკვეული ნაბიჯები. ორი დღის წინ განსაკუთრებული დიდი ოდენობის ქრთამის აღებისთვის დააკავეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია, ახლა კი თამარ ფხოველიშვილი.

თუმცა, მთავრობის მხრიდან ხდება ამ ფაქტების, როგორც ერთეული იზოლირებული შემთხვევების წარმოჩენა და ცალკეული პიროვნებებზე გადაბრალება. რეალობა სულ სხვაა. საქმე გვაქვს კარგად გააზრებულ სისტემასთან და სქემასთან. წყლის ინდუსტრიის შემთხვევაში მოვლენები შემდეგ ნაირად ვითარდებოდა: 2014 წლის 13 თებერვლის მთავრობის სხდომაზე სამთავრობო გადაწყვეტილებით ნომერი 178 შეიქმნა სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭო. საბჭო საქართველოში ბუნებრივი სასმელი წყლის ინ¬დუს¬¬ტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა და მისი თავჯდომარე პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, მოადგილე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (ჯერ დავით ნარმანია და შემდგომ დავით შავლიაშვილი), ხოლო შემადგენლობაში სხვადადსხვა სამინისტროების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან ერთად შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალ¬მომარაგების კომპანიის“ (სგწკ) დირექტორი – ჯერ არჩილ ცაბუტაშვილი, ამჟამად გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე და შემდეგ ვლადიმერ ლაზარიშვილი, 2012-14 წლებში შსს საპატრულო დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე შედიან. ცნობილია, რომ წყლის ინდუსტრია ღარიბაშილ/თამაზაშვილის ინტერესთა სფეროში შედიოდა, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კი „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილი უახლოესი მეგობარი და ბიზნეს პარტნიორია, ისევე როგორც არჩილ ცაბუტაშვილი. ამავე კლანის გავლენის სფეროში შედიოდა შპს სგწკ. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველი წლის განმავლობაში ეს ორგანიზაცია მხოლოდ ნაცნობ-მეგობრების დასასაქმებლად იყო გამოყენებული. 2012 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებამდე სგწკ-ს შტატი 150 ერთეულს შეადგენდა, ხოლო ამჟამად კი 320 ერთეულია. სგწკ-ში დასასაქმებლად გამოცდილება, უნარი და პროფესიონალიზმი არ არის საჭირო, ამისათვის ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მეუღლის ნუნუს ახლობლობაა სავსებით საკმარისი. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის შესყიდვების სამსახურის უფროსი ღარიბაშილის ნათელ-მირონი ჯაბა შაგულაშვილია. 2014 წელს „გაერთიანებულ წყალმომარაგების“ ფუნქცის გაფართოება გადაწყვეტილება იქნა მიღებული და საკორდინაციო საბჭოს შექმნა პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით. ფაქტობრივად საბჭოს დახმარებით „გაერთიანებულ წყალმომარაგება“ ახდენს სფეროსა და ამ სფეროსთვის გამოყოფილი თანხების მონოპოლიზაციას. საბჭოს ფუნქციები და ამოცანებია: ა) ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების ხელშე¬წყო¬ბა; ბ) ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის ანვითარების ხელშე¬წყობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი წინადადებების მომზადება და სა¬ქარ¬თველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარებისათვის უწ¬ყე¬ბათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია; დ) გაწეული საქმიანობის ანგარიშის საქართველოს მთავრობისათვის წარ¬დგენა. საბჭო უფლებამოსილია: ა) მოამზადოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქ¬ტების პროექტები; ბ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს საბჭოს საქმია¬ნო¬ბი¬სათ¬ვის აუცილებელი ინფორმაცია; გ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სა¬თანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სა¬მუ¬¬შაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყე¬ბე¬ბის, ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეც¬ია¬ლის¬ტე¬ბის მონაწილეობით; დ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრუ¬ლ¬ყო¬ფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შე¬ხვე¬დრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან; ე) მოამზადოს წინადადებები საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შე¬ტანის შესახებ. 2013-2014 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა ტენდერები, რომლებიც სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. შეიძება ითქვას, რომ სურათი დაახლოებით ერთი და იგივეა -დახარჯულია მილიონები, თუმცა რეალურად სასმელი წყლის პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. დემონსტრაციისთვის მოგვაქვს რამოდენიმე მაგალითი – 1. 2013 წელს კასპის მუნიციპალიტეტმა ჩაატარა ტენდერი, რომელიც მიზნად ისახავდა კასპის რაიონის სოფელ წინარეხის სასმელი წყლით მომარაგებას. ტენდერში გაიმარჯვა შპს ”ჰიდროტექნოლოგიურმა ჯგუფმა”. შემდგომი ქრონოლოგია შემდეგია: 1) არ შეუმოწმებულა პროეტს ხარისხი, არ ამოწმებენ როგორც ხარისხიანი დოკუმენტი, შესაბამისად უცნობი იყო იმუშავებდა თუ არა იგი; 2) არ ჩატარებულა წინასაპროექტო კვლევები რომელიც სტანდარტებით მინიმუმ 1 წლით ადრე მაინც უნდა დაიწყოს წყალმომარაგების შემთხვევაში; 3) არ შემოწმებულა წყალი სასმელად ვარგისია თუ არა. 4) კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები ექსპერტიზის ჩატარებაზე დაირღვა ანუ ჯერ მიიღეს მიღება ჩაბარების და ფარული სამუშაოების აქტებით ხოლო მერე მოითხოვეს ექსპერტიზა. 5) შუალედურ მიღება ჩაბარებებს ხელი მოაწერეს იურიდიულად არაკომპეტენტურმა სახელმწიფო მოხელეებმა 6)უკანონოდ მიიღეს საბოლოო მიღება ჩაბარების აქტით ობიექტი. იმიტომ რომ არ არსებობდა იურიდიულად გამართული ანუ ექსპერტიზის მიერ დადებული დასკვნა რომელიც განსაზღვრავდა მოცულობებს და შემდგომ ბიუჯეტებს 7)საბოლოო მიღება ჩაბარების შემდგომ არ დასვევს სამხარაულის წინაშე სწორი კითხვა ფარული სამუშაოების აქტების მომზადება უკვე გვიანი იყო 8) არასდროს გაკეთებულა წყლის ანალიზი როგორც სასმელად ვარგისი დარღვევა შედეგად მიუხედავად დახარჯული საბიუჯეტო სახსრებისა და ჩატარებული სამუშაოებისა სოფელს დღემდე არ მიეწოდება სასმელი წყალი. უფრო მეტიც არსებობს წყლის დაბინძურების და როგორც შედეგი მოსახლეობის მოწამვლის საფრთხე. 2. 2014 წლის ნოემბერში გამოცხადდა ტენდერი (SPA140026017), რომელიც ითვალისწინებდა სოფელ მარტყოფში, სოფელ ნორიოში, სოფელ ახალსოფელში, სოფელ ვაზიანში და სოფელ ახალსამგორში წყალმომარაგების სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გაიმარჯვა ი.მ. გივი გაგნიძემ , თუმცა კომისიამ მოახდინა მისი დისკვალიფიკაცია, ხოლო გამარჯვება კი გადასცა შპს სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი “ეკოტექნოლოგია”-ს. სახელმწიფომ იზარალა გარკვეული თანხით, ხოლო პროექტის განხორციელება კი დაიწყო კომპანიამ, რომელსაც აქამდე არც ერთ სახელმწიფო ტენდერში არა თუ არ გაუმარჯვია, არამედ საერთოდ მონაწილეობა არ მიუღია. შედარებისთვის ვიტყვით, რომ „გივი გაგნიძემ“ 2013-14 წლებში მონაწილეობა მიიღო 13 ანალოგიურ ტენდერში და 2013 წლის პირველ ნახევარში ანუ სანამ შეიქმნებოდა ზემოაღნიშნული კომისია, გაიმარჯვა 3-ში (გორის, ახმეტის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები). შედეგად მივიღეთ პროექტი, რომელის განხორციელებაც ექსპერტთა შეფასებით ტექნიკური და ეკოლოგიური მიზებით შეუძლებელია. ეს არ არის ცალკეული შემთხვევა ზუსტად იგივე მდგომარეობაა საგარეჯოს რ-ნ სოფელ გიორგიწმინდაში და სხვა დასახლებებში. სავარაუდოდ, სასმელი წყლის შემდეგ წყლის ინდუსტრიის სხვა შემადგენელ ნაწილებსაც იგივე ბედი ეწევა. 2014 წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 108 860 000 ლარი, საიდანაც 101 460 000 ლარს წარმოადგენს კრედიტი შემდეგი ორგანიზაციებიდან: აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, ნიდერლანდების განვითარების საექსპერტო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი. სწორედ ამ თანხის, მათ შორის შემდგომი თაობების გადასახდელი კრედიტის, ათვისებისთვის არის მომზადებული ეს სქემა. შესაბამისად, მთავრობის მცდელობა ქალბატონი თამარ ფხოველიშვილი გადააბრალოს ორ მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვა არ შეესაბამება სინადვილეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს ამ საქმის ისევე, როგორც ჯოკია ბედუკაიას შემთხვევის ბოლომდე გამოძიებას და ყველა შესაძლო დამნაშავის, მათ შორის ზემოთ აღნიშნული „ქართული ოცნების“ მთავრობისა და პარტიულ ახლანდელ და ყოფილი მაღალჩინოსნების, გამოვლენას და დასჯას. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ფავორიტების ერთი ჯგუფის კორუფციული სქემის მეორე ჯგუფით ჩანაცვლებას, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის არაფერს არ შეცვლის”,-ნათქვამია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.