პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ჟვანიას საქმეზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეებს, გარდაცვლილების პატივისცემისკენ მოუწოდებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის პირადი ცხოვრების განხილვის დისკუსიაში ჩართულ ყველა მხარეს სთხოვს მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებისგან. “პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმაურება ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის პირადი ცხოვრების განხილვას და სენსიტიურ ინფორმაციაზე ირიბ თუ პირდაპირ მითითებას, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი2″-ის გადაცემა “არჩევანის” ეთერში და შემდგომ უკვე სხვადასხვა მედიასაშუალებაში მიმდინარეობს. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა მიმართ (როგორიცაა სქესობრივი ცხოვრება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი, ეთნიკური კუთვნილება და სხვა) მოქმედებს დაცვის მაღალი სტანდარტი. მიუხედავად პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებისადმი არსებული მაღალი საჯარო ინტერესისა, დისკუსიაში ჩართულ ყველა მხარეს ვთხოვთ, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებისგან სენსიტიურ ინფორმაციაზე პირდაპირი თუ ირიბი ფორმით მითითების დროს და პატივი სცენ, როგორც გარდაცვლილი პირების, ისე – მათი ოჯახის წევრების ღირსებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

გააკეთე კომენტარი უკვე facebook ით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s