ზაქარია ქუცნაშვილი

კეთილი იყოს ბრალდებული სააკაშვილის მრჩევლის სტატუსში გადაცემა –

სააკაშვილის, პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი, არ არის მეგობრული აქტი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან.

მისი თქმით უკრაინულმა ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის ნებას.

„კეთილი იყოს ბრალდებული სააკაშვილის მრჩევლის სტატუსში გადაცემა. ეს არ არის მეგობრული აქტი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რადგან ჩვენ არ მოგვიწვევია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, არც მრჩევლის და არც მინისტრის სტატუსში, რადგან ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის ნებას და მათ პტივი უნდა სცენ ქართველი ხალხის ნებას“. – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე არასწორს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნასთან დაკავშირებით.

როგორც მიროტაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, ეს გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის.

„მიხეილ სააკაშვილი, ზურა ადეიშვილი, ეკა ზღულაძე და სხვები ვერაფრით გაართულებენ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას, რადგან ქვეყნებს შორის ურთიერთობა ადამიანებზე არ გადის. ალბათ გარკვეული უხერხულება არის, მაგრამ ალბათ ამაზე პასუხი აქვს ბატონ პოროშენკოს და იმედია, ამ პასუხს მივიღებთ.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ პასუხს ვითხოვ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი. როგორც მოქალაქეს, როგორც ადამიანს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს მაინტერესებს, რა ნიშნით მოხდა მისი შერჩევა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი გვარი ჩვენს ქვეყანაში ბევრ გაურკვეველ დანაშაულს უკავშირდება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად წაადგება მიხეილ სააკაშვილი უკრაინას. არ შეიძლება ასეთ კაცს ჩააბარო რაღაცის მართვა და ამის კარგი გამოცდილება გვაქვს. უკრაინას ბევრი პრობლემა აქვს და კიდევ ერთი პრობლემის დამატება საჭირო არ იყო, ეს არის გულშემატკივრის პოზიცია უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს არასწორი გადაწყვეტილებაა და არ შედის უკრაინის ეროვნულ ინტერესებში. ეს აუცილებლად შეუქმნის საფრთხეს უკრაინის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა მიროტაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

გააკეთე კომენტარი უკვე facebook ით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s