თბილისის სკოლაში ტუბერკულოზით 16 მოსწავლე დაინფიცირდა

8ds

16 მოსწავლე დაინფიცირდა ტუბერკულოზით თბილისში. ყველა მათგანი 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ინფორმაციას „მაესტრო“ ავრცელებს. ინფექციის გავრცელების მიზეზი ერთ-ერთი მოსწავლე გახდა, რომელსაც ამ დაავადების ღია ფორმა, იგივე გადამდები ტუბერკულოზი აღენიშნებოდა, თუმცა სკოლაში ინფორმირებული არავინ იყო. ერთ-ერთი მშობელის განცხადებით, შემთხვევა 69-ე საჯარო სკოლაში გასულ კვირას დაფიქსირდა და ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოებიც, თუმცა სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში და განათლების სამინისტროში აცხადებენ, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუშაობს საკითხზე და უახლოეს დღეებში გაირკვევა შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესი 69-ე საჯარო სკოლაში.