მარიამ კუკუნაშვილი ია მეტრეველს სასამართლოში უჩივლებს

1310299089_10203832037310969_3708372443524767817_nსუროგაციის ცენტრის “NEW LIFE” მსოფიო ქსელის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი, გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ განცხადებას, კუკუნაშილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აკეთებს.

მისი თქმით, საქმე ეხება ია მეტერეველის მეირ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, ,,იყიდება ბავშვები 70 000 ევროდ და ამ ყველაფრის უკან დგას მილიონერი მარიამ კუკუნაშვილი“.

„ბუტა რობაქიძის დედის წინააღმდეგ სასამართლოში შემაქვს სარჩელი. სრულიად ვიზიარებ ამ ქალბატონის ტრაგედიას(რომელიც ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს) მაგრამ ეს იმის უფლებას არ აძლევს აკეთოს ისეთი უპასუხისმგებლო განცხადებები როგორიცაა რომ ,,იყიდება ბავშვები 70 000 ევროდ და ამ ყველაფრის უკან დგას მილიონერი მარიამ კუკუნაშვილი, , ან ერთ ესეთ და ამ ფასში გაყიდულ ბავშვს ნახავს სადმე ან ბოდიშს მომიხდის საჯაროდ.წინააღმდეგ შემთხევაში მას ცილისწამებისთვის ძალიან მკაცრად მოეთხოვება პასუხი .ასევე პასუხს მოვთხოვ ჯანდაცვის სამინისტროს ასეთი არაკომპეტენტური და ასავალ დასავალის კვალიფიკაციის მქონე კადრების დაქირავებისთვის რომლის ერთადერთი კვალიფიკაცია როგორც ხვდებით მისი ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირებაა!ასევე მაინტერესებს პრეზიდენტის პასუხი იმის თაობაზე თუ რატომ ყავს ასევე ასავალ დასავლის დონის მრჩეველი კოჟორაძის სახით, რომლის იურიდიული ,,განათლება,, იმაზე მეტის გასანს არ აძლევს რომ ინტრიგან ადამიანს სოციალურ კლიპებში გვერდით არ დაუდგეს მეორე მხარის პოზიციის მოსმენის გარეშე,“-წერს მარიამ კუკუნაშვილი.

ია მეტრეველი სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE” მსოფლიო ქსელის დამფუძნებელის მარიამ კუკუნაშვილის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც კუკუნაშვილი ცილისწამების გამო აპირებს, მეტრეველს სასამართლოში უჩივლოს. კუკუნაშვილის ინფორმაციით, ია მეტრეველი აცხადებს, რომ სუროგაციის ცენტრის მეშვეობით, ბავშვები 70 000 ევროდ იყიდება და ამ ყველაფრის უკან მარიამ კუკუნაშვილი დგას. როგორც „პირველ რადიოს“ ია მეტრეველმა განუცხადა,მას მსგავსი შინაარსის განცხადება, საჯაროდ არასდროს გაუკეთებია, თუმცა მსგავს ინფორმაციას ფლობს.

„მითხრას სად გავაკეთე ძალიან მაინტერესებს, მე მსგავსი განცხადება არ გამიკეთებია. ალბათ იგონებს, დამისახელოს ფაქტი სად გავაკეთე მსგავსი განცხადება, თუმცა ასეთი ინფორმაცია ჩემამდე მოვიდა, რომ რაღაც ასეთი ხდებაო. სუროგაციასთან დაკავშირებით, გაყავდათ ეს ბავშვები. ეს ინფორმაცია მე კი არა ტელევიზიით გადის ეს რეკლამა. მაგ თემაზე სადღაც პრივატულ საუბრებში თუ იყო და მაგ რეკლამასთან დაკავშირებით რაღაც ვთქვი, შეიძლება, მაგრამ საჯაროდ განცხადება მე არსად არ გამიკეთებია,“-ია მეტრეველმა „პირველ რადიოსთან“ საუბრისას.

1 thought on “მარიამ კუკუნაშვილი ია მეტრეველს სასამართლოში უჩივლებს

  1. კუკუნაშვილო! ჯოჯოხეთი გარანტირებული გაქვს ……ყინწვისის ანგელოზივით, რომ აფახულებ მაგ თვალებს….

    Like

დისკუსია დახურულია.