სხვაობა ჭიკაიძესთან – „მეტყველება არ უჭირს, გამართულად მეტყველებს“

13fd„ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, ვახტანგ გომელაურის დანიშვნას ეხმაურება და ამ კონტექსტში, მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრის შეფასებებისას, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იდენტურ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ წინა მინისტრით კმაყოფილი არ იყო უდიდესი უმრავლესობა, მაგრამ ისინი ამას არასდროს არ იმჩნევდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ის იყო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კადრი და შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობა, ყოველთვის ცდილობდა ზედმეტად ლოიალური ყოფილიყო მის მიმართ. რაც შეეხება ახალ კადრს, რომელიც კიდევ უფრო მეტი არათანამდებობრივი, მაგრამ მათთვის მეტად საკულტო ლეგიტიმაციით არის აღჭურვილი. ბიძინა ივანიშვილის უშუალო გარემოცვიდან წამოვიდა მისი კანდიდატურა, მისი დაცვის უფროსი გახლდათ და ითვლება, რომ ეს უკვე არა ირაკლი ღარიბაშვილის, არამედ ბიძინა ივანიშვილის კადრია, მით უფრო საპარლამენტო უმრავლესობა და ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი მოწადინებულია, რომ ლამის ხოტბა აღავლინოს ახალი კანდიდატურის მიმართ. მე თავად ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ კანდიდატურაზე, იმიტომ, რომ ჩვენ დანაჩენმა საზოგადოებამ, თითქმის არაფერი ვიცით გარდა ოფიციალურად წარმოდგენილი ბიოგრაფიისა და რაც მთავარია ჯერჯერობით არც მისი ხედვის თაობაზე ვიცით რაიმე, ის ძალიან მცირედიც კი, რაც შეიძლება გვცოდნოდა – შს სამინისტროს მონსტრად დატოვებას უჭერს მხარს თუ მისი დაყოფის მომხრეა ამის თაობაზეც კი არ ისურვა, რომ კომენტარი და მინიშნება გაეკეთებინა. მე ვისურვებდი, რომ უბრალოდ ღარიბაშილის კადრია, ივანიშვილის კადრია – ამ კრიტერიმუებით კი არ ეხელმძღვანელა ხელისუფლებას და საერთოდ საზოგადოებას, არამედ ჩვენ გვცოდნოდა მეტნაკლებად რა ხედვის, რა ორიენტაციის, პრობლემების გადაჭრის რა გზებს შემოგვთავაზებს ახალი კადრი, იმიტომ რომ ეს არის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და არა ის – ერთი სახელი და გვარი, რომელიც შეიცვლება. წინასგან განსახვევბით ერთადერთი ეს უფრო მეტყველი ადამია ჩანს. მეტყველება არ უჭირს, გამართულად მეტყველებს, ეს შეგვიძლია განსხვავება მხოლოდ დავინახოთ ჯერჯერობით. ზოგადად ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში უფრო ძირეული ცვლილებები იქნება გარდაუვალი”,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.