ქვეყნის გაბანძების ნიშანია პოლიციელების ღირსების შელახვა-სააკაშილი ქუთაისის მერიაში მომხდარ ინციდენტზე(ვიდეო)

12collag447eქვეყნის გაბანძების, სახელმწიფოს დაკნინების ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია, კრიმინალური მენტალიტეტის ხალხის ხელისუფლებაში შეღწევა და პოლიციელების ღირსების შელახვა.

-ასე საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ქუთაისის მერიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. სააკაშვილი განცხადებას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს პოლიცია მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა, ახლა კი მდგომარეობა პირიქითაა.

“საქართველოს პოლიციას, მთელ მსოფლიოში, ერთ-ერთ საუკეთესოდ თვლიდნენ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით დასაწყისში, ბევრი ნაკლოვანებაც იყო, მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ, ევროპაში ყველაზე ავტორიტეტული და პროფესიული პოლიცია.ქვეყნის გაბანძების, სახელმწიფოს დაკნინების ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია, კრიმინალური მენტალიტეტის ხალხის ხელისუფლებაში შეღწევა და პოლიციელების ღირსების შელახვა. ხოლო, თუ პოლიციას “მიაჩმორებენ”, ჩვეულებრივ ადამიანებს ვინღა დაიცავს?! ამერიკაში, სადაც მე ვცხოვრობ, პოლიციელს ვინმე, რომ შეეხოს ასე ხელით, ხანგრძლივი საპატიმრო ვადა არ ასცდება, რადგან სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიციელის შეურაცხყოფა – სახელმწიფოზე ხელის აღმართვის ტოლფასია.ეს ყველაფერი ხდება ბათუმში, პოლიციელის მკვლელობის და ლიკანში 2 პოლიციელის სასიკვდილოდ გამეტების ფონზე,”-წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს იურიდიულ თავმჯდომარე, კახა დვალიშვილსა და დაცვის თანამშრომელს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.დვალიშვილი დაცვის თანამშრომელს ხელით შეეხო.