ჟორჟლიანი-რედისონთან ლაწირაკმა ბიჭმა პატრულს თავში წაარტყა! ბატონო პრემიერ მინისტრო!დაიცავით პოლიციელების ღირსება!

136ააა“გუშინ რედისონთან , ლაწირაკმა ბიჭმა პატრულს თავში წაარტყა! ვის უბედავ ჯარიმის გამოწერასო”.

ამ შინაარსის “ფეისბუქ სტატუსს” ჟურნალისტი ნანუკა ჟრჟოლიანი აქვეყნებს.სოციალურ ქსელში ჟორჟოლიანი პოლიციელების მიმართ ბოლო პერიოდში გახშირებულ თავდასხმებზე ქრონოლოგიურად წერს . ჟურნალისტი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს დაიცავით პოლიციელების სიცოცხლე და ღირსება.
“გუშინ რედისონთან , ლაწირაკმა ბიჭმა პატრულს თავში წაარტყა! ვის უბედავ ჯარიმის გამოწერასო. ამ ბიჭის გვარს შეგნებულად არ ვწერ. მანამდე ლიკანში, ციხიდან გამოსულმა, რამდენჯერმე ნასამართლევმა ადამიანმა, მოკლა პოლიციელი.
კიდევ უფრო მანამდე თელავის ცენტრში, ცნობილმა კრიმინალმა ესროლა პოლიციელს! ადგილზე გარდაიცვალა თანამშრომელი! კიდევ უფრო მანამდე, ბათუმში, ქურდის ძმაკაცმა, კლუბში მოკლა პოლიციელი.
ქუთაისში, საკრებულოს ქოცმა წევრმა დაცვის პოლიციის თანამშრომელს პაგონი აახია!
ბატონო პრემიერ მინისტრო! დაიცავით პოლიციელების სიცოცხლე და ღირსება! ნუ აჩმორებინენთ კრიმინალებს იმ ადამიანების თავს, ვიზეც დგას ქვეყნის უსაფრთხოება, თორემ
ძაან ცუდათ დაამთავრებთ!

P.s. გუშინ გამოჩეკილმა, ოროსანმა პრესცენტრებმა არ დაიწყონ დაბოლება ხალხის, რომ ყველა პოლიციელი დაცულია! თორემ მივალ მათ უწყებაში კოლეგებთან ერთად და რაც აქ მიწერია, ყველაფერს დისკზე ჩაწერილს მივიტან!,”-წერს ჟორჟოლიანი.