„ჭიკაიძე ივანიშვილმა გადააყენა“

ბიძინა ივანიშვილიალექსანდრე ჭიკაიძე გადააყენეს-აცხედებს „ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გიორგი გუგავა „პირველ რადიოსთან“ გაკეთებულ სატელეფონო კომენტარში.

გუგავა ჭიკაიძის გადადგომაში ივანიშვილის გადაწყვეტილებას და მიზნებს ხედავს. გუგავა ბიძინა ივანიშვილის ამ მიზნებზე საუბრობს:

„მოდით ვთქვათ ასე, რომ ჭიკაიძე გადააყენეს, და ეს მოხდა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით – ჭიკაიძე ივანიშვილმა გადააყენა, რითაც შეეცდება მან ორი პირადი მიზანი შეისრულოს, პირველი მაქსიმალურად გაანეიტრალოს საზოგადოებრივი განწყობები, რომელიც ამ ცნობილი ტერორისტული აქტის გამო, უზარმაზარი უკმაყოფილების და ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ტალღაა საზოგადოებაში, ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშრებით და მეორე, ეს გახლავთ, რომ თამაზაშვილ-ღარიბაშვილის კადრს, ჩაანაცვლებს, უშუალოდ მისი კადრი. ამ ორ მიზანს ემსახურებოდა ბატონი ჭიკაიძის გადაყენება, რაც უშუალოდ ივანიშვილის ბრძანებით განხორციელდა

„პირველი რადიოს“ შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ ჭიკაიძე კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, რის შესახებაც მოსაზრება მისი გადადგომისთანავე გაჩნდა, გუგავა პასუხობს:

„მაშინ ის არათუ გადასაყენებული პასუხისგებაშია მისაცემი და ჭიკაიძის ბიოგრაფია იცოდნენ მანამდეც სანამ მინისტრად დანიშნავდნენ და აქედან გამომდინარე მე ამაში დიდ ლოგიკას ვერ ვხედავ. ლოგიკა არის იმაში რომ ეს გადაწყვეტილება უშუალოდ მიღებული არის ბატონი ივანშვილის მიერ და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მის ინტერესებს და ბუნებრივია ჭიკაიძის გადაყენება ვერ დააცხრობს იმ ვნებათაღელვას , რომელიც შექმნილია ქვეყანაში“ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდრმა „პირველ რადიოსთან“ საუბრისას.