მონაწილეობდა თუ არა ჭიკაიძე კორტების სპეცოპერაციაში?

8aaალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომისთანავე გაჩნდა ვერსია, რომ ამის მიზეზი მისი კორტებთან ჩატარებული გახმაურებული სპეცოპერაციაში მონაწილეობა გახდა, რა დროსაც დაიღუპა 22 წლის ზურა ვაზაგაშვილი.

ჭიკაიძეს დამნაშავეების მფარველობაში სდებდა ბრალს იური ვაზაგაშვილიც, აქედან გამომდინარე, რამდენად სარწმუნოა ეს ვერსია და შესაძლოა თუ არა, რომ ჭიკაიძეს ბოლო წლების ყველაზე გახმაურებულ სპეცოპერაციაში ქონდეს მინაწილეობა მიღებული, „პრველი რადიოს“ შეკიხვას ნანა კაკაბაძე პასუხობს:

„დაშვებით ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მე ვიცი რომ ფურცელაძის ქუჩის დარბევის მონაწილე იყო ეს თვითმხილველებისგან ვიცი, უბრალოდ გადადგომამ გააჩინა ასეთი კითხვა, აბსოლიტურად ადეკვატური იყო მისი ეს გადადგომა, მაგრამ ამიტომაც ხომ არ მოხდა ასეთი სწრაფი რეაგირება მისი მხრიდან, ვნახოთ გამოძიება რას იტყვის.

შეიძლება იმიტომ რომ ამ უწყებაში მუშაობდა მაშინ და მსგავს ღონიძიებაში, დარბევაში მონაწილეობა მიღებული აქვს და უარი არ აქვს ნათქვამი, შესაძლებელია იქაც ყოფილიყო, ვნახოთ რას იტყვის გამოძიება. თან იური ვაზაგაშვილი ძალიან ხშირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდა ხოლმე მას”,-განაცხადა ნანა კაკაბაძემ