გომელაური თუ გამეზარდაშვილი – ვინ შეცვლის ჭიკაიძეს?

9ujhჭიკაიძის გადადგომის შემდეგ შს მინისტრის მოვალობას მისი პირველი მოადგილე ვახტანგ გომელაური ასრულებს.

გავრცელებული ინფორმაციით ახალი შს მინისტრი შესაძლოა სწორედ ვახტანგ გომელაური გახდეს. საუბარი იმის შესახებ, რომ გომელაური ჭიკაიძეს ჩაანაცვლებდა მინისტრის გადადგომამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ვახტანგ გომელაური შს სამინისტროში 2013 წლიდან მუშაობს მოადგილის თანამდებობაზე, თუმცა შს მინისტრის პირველ მოადგილედ ზედელაშვილის სკანდალური წასვლის შემდეგ დაინიშნა. სწორედ მაშინ გააქტიურდა საუბრები იმის, შესახებ, რომ ის ჭკაიძის შესაცვლელად დააწინაურეს. გავრცელებული ინფორმაციით, გომელაური ბიძინა ივანიშვილის ნდობით სარგებლობს. 2103 წლამდე ის ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო, 2002 წელს მუშაობდა დაცვის პოლიციაში, 1994 წლიდან კი სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურში საპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსად.

მეორე კანდიდატურა, ვინც შესაძლოა ჭიკაიძე ჩაანაცვლოს, სასაზღვრო პოლიციის დირექტორი ზურა გამეზარდაშვილია, რომელიც მანამდე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. სასაზღვრო პოლიციის გენერალ მაიორი 2012-13 წლებში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. მანამდე კი ის თბილისის სხვადასხვა რაიონების პოლიციის სამმართველოებში მუშაობდა. 1996-2000 წლებში ლაგოდეხის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ასევე კარგი ურთიერთობა აქვს როგორც მოქმედ, ისე ყოფილ პრემიერ-მინისტრთან.