“ჭიკაიძის გადაწყვეტილება იყო მართებული, სწორი და შესატყვისი”

81779877_265883373575242_779945103_nსაპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

ბესელია აცხადებს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი გამოიჩინა. “ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილება იყო მართებული, სწორი და შესატყვისი. იმის მიუხედავად, რომ მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო, მისი ხელმძღვანელობა მობილიზებულია, რათა როგორც იური ვაზაგაშვილის, ასევე მისი შვილის საქმეებზე გამოძიება სწრაფად წარიმართოს და დამნაშავეთა დაკავებით დასრულდეს, ასეთ ვითარებაში მიღებულია გადაწყვეტილება, სადაც თანამდებობაზე მაღლა უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებები დადგა. ეს არის ის მორალური პასუხისმგებლობა და სტანდარტი, რაც ჩვენი ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ეკა ბესელია.