ჟვანიას პასუხი ძაძამიას-„…მაქვს სერიოზული ეჭვები და არა მარტო მე, პროკურატურასაც“

1383ზურაბ ჟვანიას საქმის სასამართლო სხდომაზე მისი დაცვის წევრის სკანდალურ განცხადებას ყოფილი პრემიერის ძმა ეხმაურება.

გოგლა ჟვანიას განცხადებით ხარშილაძისგან ეს ინფორმაცია მას უკვე ქონდა მოსმენილი და რამდენად შეესაბამება ის სიმართლეს სასამართლო დაადგენს. ჟვანია ძაძამიას, ხარშილაძეს და ჩაჩუას უნდობლობას უცხადებს:

„ბუნებრივია მაქ ინფორმაცია. ეს დაზიანება აშკარა იყო და ხარშილაძის ეს ახსნა თავიდანვე ეგეთი იყო, რამდენად არის რეალური ეს ხარშილაძის განმარტება, მაგას უკვე სასამართლო დაადგენს. ჩემი დამოკიდებულება რა იყო და როგორ მოხდა ზურას გარდაცვალება, არაერთხელ განმიცხადებია საზოგადოების წინაშე. ხარშილაძის მიმართ, ძაძამიას მიმართ და ჩაჩუას მიმართ მე მაქვს სერიოზული ეჭვები და არა მარტო მე, არამედ პროკურატურასაც და იმიტომ არიან ეს ადამიანები დღეს სასამართლოს წინაშე.“ განაცხადა გოგოლა ჟვანიამ.