მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყო, მეც გადავდგებოდი – ბერძენიშვილი

1422019282288571უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრო გადადგომას ეხმაურება.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ბერძენიშვილმა განაცხადა, ჭიკაიძემ სწორი გადაწყვეტილება მიღო.

„ყველა კითხა თუ რატომ გადადგა ჭიკაიძე, შეიძლება იყოს მასთან დასმული. შემიძლია ერთი რამ ვთქვა, როდესაც წინა ხელისუფლების დროს საქართველოში მოხა უბედურება, უმრავლესობამ გვითხრა, რომ ერთი კაცის გამო მინისტრს ხომ არ გადავაყენებთო და ეხლა სხვა ხელისუფლებაა. ჩემი აზრით ჭიკაიძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მე რომ მინისტრი ვიყო, მეც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდი. დანარჩენ დეტალებს ვერ გეტყვით“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერს გადადგომის თხოვნით ცოტა ხნის წინ იმართა.

“მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.

გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაში.