“თუ სადღობელაშვილი ჩემი თემის აქტიურობით დაფინანსებას მიიღებს, ამას ჩავთვლი როგორც ჩემგან მორიგ ქველმოქმედებას”

ნანუკა ჟორჟოლიანი“ლადო სადღობელაშვილი ნებისმიერ ესეთ პოლიტიკურ აქტივობას აკეთებს იმიტომ, რომ მიიღოს დაფინანსება.

– ასე ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, “თავისუფალი თაობის” მოთხოვნას ე.წ “სვანი ბიჭების საქმის” გამოძიებასთან დაკავშრებით. ჟურნალისტი “პირველ რადიოსთან” საუბარში განმარტავს, თუ რამ გამოიწვია ლადო სადღობელაშვილის გააქტიურება მის წინააღმდეგ

“ლადო სადღობელაშვილი ნებისმიერ ესეთ პოლიტიკურ აქტივობას აკეთებს იმიტომ, რომ მიიღოს დაფინანსება. ლადო სადღობელაშვილი ნებისმიერ სხვა პოლიტიკურს აქტივობას, როდესაც აქციებს ატარებს, როდესაც ვიღაცასთან მიდის, იმიტომ კი არ აკეთებს, რომ მას რაღაცაზე გული შესტკივა, არამედ იმიტომ აკეთებს, რომ უნდა დაფინანსება და ვიღაცეებს ამით ანახებს, რომ საჭიროა. ნანუკა მისთვის არის ხმაურიანი თემა, მისი ეს პოლიტიკური გააქტიურება ჩემთან დაკავშირებით გამოიწვია იმან, რომ მე მას ჩემს “ფესიბუქზე” მივწერე, რომ არის პუტინის ბაღლინჯო. თქვენ სერიოზულად მიგაჩნიათ ის რომ კაცი, რომ ამ კომენტარზე გაბრაზდება, წავა და მერე სარჩელებს შეიტანს, იმაზე კომენტარი უნდა ვაკეთო? ძალიან არასერიოზულია. მე ვფიქრობ, რომ ხელისფლებას ძალიან გაუჭირდა, იმიტომ რომ ლადო სადღობელაშვილს ხმარობს. ამასაც იმიტომ ვაკეთებ, რომ თქვენ მკითხველს ვცემ პატივს, თორემ ლადო სადღობელაშვილზე კომენტარების გაკეთება მეჩვენება ძალიან არასერიოზულად და თუ ლადო სადღობელაშვილი ჩემი თემის აქტიურობით დაფინანსებას მიიღებს, ამას ჩავთვლი როგორც ჩემგან მორიგ ქველმოქმედებას”-განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა “პირველ რადიოსთან” საუბრისას

ცნობისთვის “თავისუფალი თაობა” მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავს და მთავარი პროკურორის სახელზე სამი განცხადება შეაქვს. “დაუყოვნებლივ გამოძიებულ იქნას ყველასათვის მივიწყებული საქმე – ე.წ “სვანი ბიჭების საქმე”, სადაც ფიგურირებს ერეკლე კოდუა და ნანუკა ჟორჟოლიანი”,- ამ მოთხოვნით მიმართავენ დღეს საგამოძიებო უწყებას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.