“ბოევიკები” დასახლებული პუნქტების მიმართულებით ისვრიან

5ukk“ბოევიკებმა” ცეცხლი გახსნეს დასახლებული პუნქტების მიმართულებით-ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათი განცხადებით, დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ ავდეევკაში არიან დაჭრილები, თუმცა ამ დროისთვის უცნობია მათი რაოდენობა. გავრცელებული ინფორმაციით “ბოევიკებმა” დღეს დილით ცეცხლი გაუხსნეს ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქ სჩასტიეს დასახლებულ კვარტალს, რის შემდეგად 30 ბინა დაინგრა. უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ტერორისტებმა სულ მცირე 10-ჯერ გახსნეს ცეცხლი ლუგანსკის ოლქის დასახლებული პუნქტების მიმართულებით.