„დედა ციხეში მე ჩავსვი“ – ,,ფლეიბოის” მოდელის სკანდალური აღიარება (ფოტოკოლაჟი)

თაკო ვაშალომიძე„ოჯახი ჩემთვის ძალიან რთული თემაა. უბრალოდ ხალხს მინდა ვუთხრა, რაც არ იციან იმაზე ნუ ლაპარაკობენ“

– ამბობს „ნიუპოსტთან“ ყოფილი მედავითნე, რუსული ფლეიბოის ქართველი მოდელი თამუნა ვაშალომიძე და დედასა და ბავშვობაზე სკანდალური ისტორიას ჰყვება.
თამუნა ვაშალომიძე: „ძალიან მშვიდი და წყნარი ბავშვი ვიყავი, მორიდებული… ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა ალბათ, ისეთი როგორც ყველას, ერთი განსხვავებით, ძალიან მაკლდა დედის სითბო და სიყვარული, ბებია მზრდიდა…

ამიტომ ბებიაზე ვგიჟდები, ძალიან მიყვარს… მასთან თელავში ექვს წლამდე ვიზრდებოდი, დედა მერე გავიცანი. თვითონ ამბობს ჩამოვდიოდიო, მაგრამ მე არ მახსოვს.

ასეთ რეაქციას კი მისგან ველოდებოდი. ჩემს მეგობრებსაც ვეუბნებოდი, დადგება დღე, როცა პოპულარული გავხდები და ის ხმაურით გამოჩნდება-მეთქი. მეგონა, ეს მაშინ მოხდებოდა, როცა ფლეიბოის ჟურნალს ჩამოვიტანდი საქართველოში და ტელევიზიებში პრეზენტაცია გაკეთდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ნაადრევად მოუვიდა…

კარგად ვიცნობ მას და ამიტომ, შეშფოთებით არ შევშფოთებულვარ. შეგუებული ვარ მის უარყოფით დამოკიდებულებას ჩემს მიმართ. ამიტომაც არ მაქვს მასთან კონტაქტი დიდი ხანია.

უბრალოდ ძალიან საწყენია, როდესაც დედა იძახის შვილზე, – ანტიქრისტეაო.

8 წელია მარტო ვცხოვრობ. ბევრჯერ ვცდილობდი კონფლიქტური სიტუაცია ამერიდებინა თავიდან, მაგრამ ვერა და ვერა. რაც ციხიდან გამოვიდა, საერთოდ არ მქონია მასთან კონტაქტი და ახლა ისევ გამოჩნდა.

ციხეში მე ჩავსვი, მე ვუჩივლე, ბებიას გამო, სცემდა ბებიას, მეც სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. შევიტანე სარჩელი, მოსამართლემ გაფრთხილება მისცა, არ უნდა შეგვხებოდა, მაგრამ მაინც იგივე გააკეთა. სხვა გზა არ მქონდა, ისევ ვუჩივლე და 12 დღით ჩასვეს.

ბებია ახლა საკუთარ სახლში არ ცხოვრობს, მომვლელთან არის, დედას დავუთმეთ ორივე სახლი, ვთქვი იყოს, მშვიდად და წყნარად და არ შეგვაწუხოს მე და ბებია…

მაგრამ სამწუხაროდ მაინც გვაწუხებს… საპატრულოში, რომ ნახოთ მინიმუმ 70 გამოძახება მაქვს, ცემდა, ბებიას, დანით ემუქრებოდა საკუთარ დედას. ვერ გეტყვით რატომ ერჩოდა ასე …

ამ თემაზე არსად არ მილაპარაკია ამ რვა წლის განმავლობაში, მაგრამ მისმა გუშინდელმა გამოსვლამ მაიძულა რომ სიმართლე ვთქვა.

მე დედაჩემის შეცდომებს არასოდეს გავიმეორებ, ვიქნები ბევრად თბილი და ყურადღებიანი. ეს მე ძალიან მაკლდა… ვიქნები დედა, რომელიც შვილს, ყოველთვის ყველასგან დაიცავს. მნიშვნელობა არა აქვს ჩემი შვილი ვინ იქნება… ძალიან მინდა სამი შვილი მყავდეს და იყვნენ ძლიერები, რომ დამოუკიდებლად აიწყონ ცხოვრება, რომ ვერავინ შეძლოს მათი დაჩაგვრა.

„ფლეიბოის” მოდელად ქცეული მედავითნის, თამუნა ვაშალომიძის დედას შვილის ტელეეთერში გამოჩნენაზე საშინელი რეაქცია ჰქონდა.

„ნიუპოსტთან“ საუბარში მარიამ ესიტაშვილი შვილს არჩეული ცხოვრების გამო აკრიტიკებს და მას შეურაცხადს უწოდებს.

მისი თქმით, ეკლესიასთან ურთიერთობა თამუნა ვარშალომიძემ პიარისთვის გამოიყენა და სინამდვილეში მას მამაოც კი არ ჰყავს.

„ვიცოდი, რომ შეურაცხადი იყო, მაგრამ ამდენს თუ გაბედავდა არ ვიცოდი. როდესაც „იმედის კვირაში“ დავინახე, საშინელი რეაქცია მქონდა. მე თამუნასთან სამი წელია ურთიერთობა არ მქონია. ურთიერთობის გაწყვეტა თავად გადაწყვიტა. თქვა, რომ თავისუფლება უნდოდა. როგორც თვითონ მოისურვებს, ისე უნდა, რომ იცხოვროს. რაც შეეხება, ეკლესასთან მის დამოკიდებულებას – იტყუება. როდესაც პატარა იყო, მე ის მივიყვანე მამაოსთან, ვთხოვე, რომ მიეხედა, მონასტერშიც მყავდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მამაოც არ ჰყავს. ეს ყველაფერი პიარისთვის გააკეთა ან იმიტომ, რომ მომსპოს. ერთადერთი ვინც მაგის ტყუილებს ვიგებდი ვიყავი მე და გამიმეტა ამ ყველაფრისთვის. მას შემდეგ, რაც სიუჟეტი გავიდა არ გვისაუბრია. ჩემს ტელეფონს არ აიღებს. დაბლოკილი ვყავარ „ფეისბუქზეც“ და „ოდნოკლასნიკებზეც““, – აცხადებს თამუნა ვაშალომიძის დედა.

რაც შეეხება „ფლეიბოის“ მოდელის ბიოლოგიურ მამას, მარიამ ესიტაშვილი მის ვინაობას არ ამხელს, თუმცა ამბობს, რომ თამუნა სწორედ მას ჰგავს.

„ბატონი კაკო მისი ბიოლოგიური მამა არ არის. კაკო ძალიან კარგი მამა იყო, მან მისცა გვარი. რაც შეეხება ბიოლოგიურ მამას, ის თამუნასავით არანორმალური იყო. არანორმალურია ის, რაც თამუნამ გაკეთა, ის რაც ჩემს და კაკოს თავს ხდება. ძალიან განვიცადეთ ეს ამბავი ჩვენც და თამუნას ბიოლოგიურმა ძმამაც, შაკომაც. თვითონ არავინ არ სჭირდება, არავიზე არ ფიქრობს, რადგან გაფუჭებული გოგოა. ეკლესია შეურაცხყო, შეიძლება ასეთი მოქცევა? „, – აცხადებს მარიამ ესიტაშილი ,,ნიუპოსტთან” კომენტარში.

,,ნიუპოსტი” კაკო ვაშალომიძესაც ესაუბრა. როგორც მუსიკოსმა აღნიშნა, ის ტელეკომპანია ,,იმედზე” ძალიან ნაწყენია. ,,კარგად მიცნობენ იმედის კვირის წამყვანები და დაერეკათ მაინც და ეკითხათ. ოჯახი მყავს და ასე არ შეიძლება. მე ამ გოგოსთან არაფერი საერთო არ მაქვს და არც მქონია” – განაცხადა კაკო ვაშალომიძემ.

წყარო: “ნიუპოსტი”