„პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო შტაბისთვის ხელფასები არ დაურიგებია

პატრიოტთა ალიანსიადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ქუთაისის საარჩევნო შტაბის კოორდინატორი პარტია „პატრიოტთა ალიანსს“ გაწეული სამუშაოებისთვის ანაზღაურების გადაუხდელობაში ადანაშაულებს.

როგორც მარინა სუპატაშვილმა „პირველ რადიოს“ განუცხადა მან პარტიის წარმომადგენელს გიორგი ლომიას ტელეფონზე დაურეკა და კუთვნილი თანხა მოსთხოვა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ მათ პარტიას ქუთაისში შტაბიც არ ჰქონია და ხელფასებს როგორ დავარიგებთო?!

„ქალაქის მერობის კანდიდატი იყო ლექსო კეზევაძე, ძალიან ახლობელი იყო ჩემი და მთხოვა რომ გვერდში დავდგომოდი და დავუდექი ნამდვილად გვერდით. მე, ლექსო კეზევაძე და ზურა ხაბეიშვილი , რომელიც არ ვეკუთვნოდით ნაციონალურ პარტიას და როცა მივედი ამ ოფისში, შტაბში, ყველა ნაციონალი იყო და,მე ვუთხარი ეს პატრიოტთა ალიანსია თუ ნაციონალთა თავშეყრა არის თქო, შევუტიე რა. აქ როგორ შეიძლება კენჭისყრა და რაღაცა და, მეც ჩამოვედი მერე თბილისში, თარხან მოურავთან მინდოდა შეხვედრა, რომ ამ პარტიით და ამ სახელით ვერ გახვალ მეთქი. რომ ჩამოვედი შემახვედრეს გიორგი ლომიას და გიორგი ლომიას, რომ ვუთხარი ნაციონალები არაინ თქო გაამართლა, ეგენი ყოფილი ნაციონალები არიანო. მეც ვეუბნები, რომ ქამელეონი ფერს იცვლის, მაგრამ ნიშან-თვისება ორივე ფერში ერთნაირი აქვს მეთქი.. გაბრაზდა და მითხრა, რომ ვიციო. ქუჩაში მოსახლეობას ეგენი კი არა ჩვენ ვხვდებოდით… ბაზრობებზე და სად არა, ბუკლეტებს ვარიგებდით. ეს ბუკლეტები ჩემი თანხით გავაკეთე, შემოწირულობა გაგვაკეთებია, გოჩა თევდორაძე ხელმძღვანელობდა ამ პარტიას და გოჩა თევდორაძის კაი კაცობა ყველამ იცის ქუთაისში და აგიტაციას, რომ ვატარებდით თითქმის ყველა ბრალდებას გვიყენებდა, რომ გოჩა ხელმძღვანელობს მაგათ და რა გინდა მანდ და ა.შ. შევძელით მაინც ხმის მოგროვება. 12 საარჩევნო უბანი მქონდა მე …კოორდინატორად მე თვითონ ვმუშაობდი, კოორდინატორიც მე ვიყავი, მაჟორიტარტიც, ხალხთან შეხვედრებსაც მე ვაწარმოედბდი და სხვებსაც ვეხმარებოდი, რომ მართლა მინდოდა, მწამდა დავით თარხან მოურავის, ისე მწამდა „ობიექტივის“ გარდა მე ტელევიზიას არ ვნახულობდი. არჩევნები დავამავრეთ, მადლობაც არავის არ უთქვამს, გვითხრეს რომ ხალხი ჩაყარეთ ბევრიო, კოორდინატორი მე 12 მყავდა….დამირეკეს მე თბილისში ვიყავი, ხალხი ჩაყარეთო, ასე გვითხრა შტაბის ხელმძღვანელმაო, რომ ხელფასი იქნებაო, დავურეკე მერე გოგოებს და ვუთხარი 80-80 ლარი გექნებათ ხელფასი. სამუშაოები რომ არაა, ხალხი უცდის ამ არჩევნებს და უხაროდათ ბაღში ბავშვებს შევიყვანთო. დამთავრდა არჩევნები, ზღვარი გადავლახეთ არც არავის არაფერი მოუკითხია ჩვენთვის, არც მადლობა არც არაფერი. გვითხრეს მხოლოდ 16-ში იქნება პარტიის ყრილობა და მაშინ გავარკვევთ ყველაფერსო. არც თანხა დაარიგეს, არც 16-ში ჩაატარეს და დაახლოებით სამი კვირის წინ ვურეკავ გიორგი ლომიას და ვახსენებ ამ თანხას და მეუბნება გიორგი ლომია ასეთ რაღაცას-ჩვენო ქუთაისშიო შტაბიც არ გვქონიაო ოფიცილურიო და ხელფასები როგორ უნდა დაგვერიგებიაო. ხალხი როგორი შტერი ვგონივართ იცით? დაკმვირვებელებს, კოორდინატორებს, არც მაჟორიტარებს არავის ხელფასი არ გაუციათ საერთოდ და ასე მითხრა გიორგი ლომიამ, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და ყველას ვაგებიებთ პასუხსო ე.ი. თუკი ამოვიღებდი ალბათ ხმას ხო? არ მეშინია მე არც გიორგი ლომიასი, არც თარხან მოურავის, ადა მარშანია საერთოდ არ იღებს ტელეფონს და სულ ჩვენ ოფისში არ იჯდა?! თუ არაოფიციალური იყო ის შტაბი, ხმები ოფიციალური საიდან გახდა? დათო ჯანაშიაა საკრებულოში გაყვანილი ჩვენგან ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად. მაშინ ისიც არაოფიცილაური ყოფილა. ეს ქურდული მენტალიტეტი აღარ უნდა მოისპიოს?“ განაცხადა „პირველ რადიოსთან“ საუბარში „პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის საარჩევნო შტაბის ყოფილმა კოორდუნატორმა მარინა სუპატაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერი ირმა ინაშვილი,იმ ბრალდებებს პასუხობს, რომელის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ქუთაისის საარჩევნო შტაბის კოორდინატორებს პარტია „პატრიოტთა ალიანსმა“ გაწეული სამუშაოებისთვუს ანაზღაურება არ გადაუხადა. ირმა ინაშვილმა „პირველ რადიოსთან“ საუბრისას, მარინა სუპატაშვილის განცხადებებს პროვოკაცია უწოდა. ინაშვილი სუპატაშვილს მოუწოდებს დაასახელოს პიროვნება, რომელიც მას ანაზღაურებას დაპირდა. მისი თქმით, თუ „პატრიოტთა ალიანსს“ ვინმეს ვალი მართებს, მას ამ ვალს დაუყოვნებლივ დაუფარავს.

„ეს პროვოკაციაა. ჩვენ არა მარტო არავის არაფერს დავპირებივართ. ქვეყანამ იცის, რომ მსგავს კოორდინატორებზე თეთრი არ დაგვიხარჯავს. თუ კერძოდ, ქუთაისში, რომელიმე დეპუტატმა, ან პარტიის წევრმა გააკეთა ეს, პერსონალური საკითხია, ამიტომ დაასახელოს, ვინ მისცა დაპირება და ერთად მოვთხოვოთ პასუხი: რატომ დაპირდა, რას და რამდენს დაპირდა და თუ მართლა დაპირდა, რატომ ატყუებს და შრომას არ უფასებს.მობრძანდეს ქალბატონი მარინა და მითხრას, ვინ მისცა დაპირება. გავერკვევით და თუ მართლა გვმართებს რაიმე ვალი, დაუფარავთ. პრობლემას ვერ ვხედავ,“-განუცხადა „პირველ რადიოს“ ირმა ინაშვილმა.