რუსი ბიზნესმენის სკანდალური ინტერვიუ: პუტინის ომი თვითგადარჩენისთვს და ატომური ხელკეტი

ვლდიმერ პუტინიპუტინის უახლოესი გარემოცვის, ერთ-ერთი წევრის ნიკოლაი შამალოვის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი სერგეი კოლესნიკოვი, რომელიც ერვროკავშირისა და შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ მოჰყვა რადიო „თავისუფლებას“ სკანდალურ ინტერვიუს აძლევს

(ნიკოლაი შამალოვი ბანკ „როსიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და მისმა ფირმამ „როსინვესტმა“, გამაჯანსაღებელი კომპლექსი ააშენა რომელიც საბოლოოდ პუტინის სასახლე აღმოჩნდა). ბიზნესმენის განცხადებით ანტიკორუფციული გამოძიებისგან თავის დაღწევის მიზნით პუტინი მზად არის ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს. „როდესაც 2 წლის წინ მე ჟურნალისტებს განვუცხადე რომ პუტინი გამოიყენებდა ატომურ ხელკეტს, ყველამ შემომხედა და გიჟი ვეგონე, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ევროპის ცენტრში ომი გაჩაღდებოდა. „მისივე თქმით არავითარ შემთხვევაში არ სეიძლება იმის გამორიცხვა რომ პუტინმა ატომური ომი დაიწყოს „2 წლის წინ იმის წარმოდგენა რომ ევროპაში ომი იქნებოდა და ათასობით ადამიანი დაიღუპებოდა აბსოლუტური სიგიჟე იყო. დღეს ეს ობიექტური რეალობაა , იგვე შეგვიძია დღეს ვთქვათ ატომური იარაღის გამოყენების შესახებ, შესაძლოა ახლა ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ეს უკვე აღარ არის ბოდავა. ვფიქრობ რომ დღეს პუტინი და მისი უახლოესი გარემოცვა მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრობენ და არ ფულზე . ახალ ისინი ყურადღებას მხოლოდ სიცოცხლეს უთმობენ, ძალაუფლების დაკარგვა სულ მცირე ნიშნავს იმას რომ დაიწყება გამოძიება , რაც შესაძლოა დასჯით დამთავრდეს“-აცხადებს სერგეი კოლესნიკოვი. მისივე თქმით ის რომ პუტინს დიდი რეიტინგი აქვს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი ძალაუფლებას არ დაკარგავს, ბიზნესმენი თვლის რომ მაღალი რეიტინგი მისთვის საზიანოა, კოლესნიკოვი ასევე თვილის რომ იმ ფონზე როდესაც რუსთეში ეკონომიკა არ მუშაობს, ხელისუფლებას ბუნებრივი რესურსების საფუძველზე შესწევს უნარი ხალხი გამოკვებოს, ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. „დღეს რაღაცა ფორმით საჭიროა ეკონომიკური კრიზისის გამართლება , არავის არ სურს თაქვს რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები, უმჯობესია თქვან რომ ჰყავთ მტრები – ამერიკა და ევროპა და ისენი დამნაშავეები არიან, რომ ჩვენ ცუდი ცხოვრება გვაქვს. ეს უკვე ხელს უწყობს იმას რომ დაიწყოს ომი“- განაცხადა რადიო „თავისუფლებასთან“ კოლესნიკოვმა.