უმრავლესობას კიდევ 12 დეპუტატი დატოვებს

საქართველოს პარლამენტიპარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა , რომ „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციას და უმრავლესობას დატოვებდნენ.

მურმან დუმბაძის განცხადებით უმრავლესობაში არ მოსწონთ ის ხალხი ვისაც დამოუკიდებელი აზროვნება შეუძლია. დუმბაძისთვის მიუღებელია, რომ ახალი საპარლამენტო უმრავლესობა ყოფილი „ნაციონალებისგან“ დაკომპლექტდა. დუმბაძე ამბობს, რომ უმრავლესობაში ახლაც არის აზრთა სხვადასხვაობა და შესაძლოა მმართველი გუნდი კიდევ 12-მა კაცმა დატოვოს. „უმრავლესობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა ამიტომაც სრულიად ბუნებრივი იქნება თუ იქიდან კიდევ წამოვა ხალხი. ჩემი გათვლებით იქიდან წამოსული ხალხი სულ მცირე ორი ფრაქციის შექმნას შეძლებს. ერთი ფრაქციის შესაქმნელად 6 კაცია საჭირო“,-განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ჟურნალისტი: 12 კაცი დატოვებს უმრავლესობას?

მურმან დუმბაძე: შეიძლება უფრო მეტიც წამოვიდეს. ეს ადამიანები უკვე ღიად აფიქსირებენ თავის პოზიციას და სავარაუდოდ უნდა წამოვიდნენ“,-განაცხადა დუმბაძემ „ახალ თაობასთან“

წყარო: „ახალი თაობა“