“სადაც სასიკვდილოდ ნაცემ დავით კოდუაზე თქვეს ძალიან მსუბუქად იყო ნაცემიო, იქ ზვიგენზეც იტყყვიან პინგვინიაო”

ნანუკა ჟორჟოლიანინანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის საშუალებით ახალ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც მისი მუღლის ერეკლე კოდუას “ფოტოების სკანდალს ეხება”. უცვლელად გთავაზობთ ჟორჟოლიანის განცხადებას

“ძველ თემას უნდა დავუბრუნდე გახსოვთ აბათ ცნობილი ფოტოების ამბავი. ექპსერტიზის ჩატარება რომ მინდა. მას შემდეგ რაც სამხაუარულის ბიურომ 7 დღე კომაში მყოფ დავით კოდუაზე დაწერა რომ მსუბუქი დაზიანება აქვს გადავწყვიტე ექსპერტიზა ცავუტარო ფოტოებს ევროპაში. გამოცდილება ამ მიმართულებით მწირი აქვთ ადვოკატებს. ველაპარაკე ზვიად კორძაძეს, ოთო კახიძეს, მარიამ კუბლაშვილს კონსულტაციაზე და უკვე ევროპის ბიუროდან ველოდები ეხლა ინფომრაციას სად გავუკეთებთ ფოტოებს ექპსერტიზას, მაგრამ მანამდე მნიშვნელოვანია ფოტოების დედნები. მიმოწერაში ფოტოგრაფმა მითხრა რომ მხოლოდ ერთი ფოტოს დედანი აქვს. (საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ ამ მიმოწერას) ჩამიგდო ინბოქსში და ფოტო დედანი არ აღმოჩნდა. მარიამ კუბლაშვილმა მიწერა ორჯერ, აუხსნა რომ დედნების გარეშე არ ტარდება ექსპერტიზა და პასუხის ლოდინის შემდეგ მოგვწერა რომ უნდოდა ნოტარიული მოწმობა რომ მარიამი წარმოადგენდა ჩემს მხარეს. შემდეგ მივწერე მე. რომ მოეცა დედნები, სხვა შემთხვევაში ვერ ვატარებ ექსპერტიზას ( ევროპაში ასეა, საჭიროების შემთხვევაში ამ მიმოწერასაც გამოვაქვეყნებ. უკვე რამდენი დღეა მისგან ველოდებით ფოტოებს) და პასუხი არ მიმიღია:) არ არის პრობლემა , კიდევ მივწერ ფოტოგრაფს რომ გამოაქვეყნა 7 ფოტო და 7 ვეს დედანი მჭირდება ექსპერტიზისთვის ევროპაში:) ბუნებრივია სამხარაულის ბიურო ჩემთვის არგუმენტი ვერ იქნება. სადაც სასიკვდილოდ ნაცემ დავით კოდუაზე თქვეს ძალიან მსუბუქად იყო ნაცემიო, იქ ზვიგენზეც იტყყვიან პინგვინიაო. – წერს ჟორჟოლიანი