დატბორილ სარდაფებს მერია მომავალ წელს მოაწესრიგებს

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები, საკანალიზაციო სისტემის სიძველის გამო დატბორილია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ბათუმის კორპუსის დირექტორის მოადგილის, ლაშა კილაბერიას თქმით, შარშანდელი და წლევანდელი მონაცემებით ლეონიძის ქუჩიდან, ბათუმის კორპუსში განცხადება ამასთან დაკავშირებით არ შესულა.

„ჩვენთან უნდა მობრძანდეს კორპუსის თვმჯდომარე შესაბამისი განცხადებით და უკვე მომავალი წლის იანვრიდან, ჩაისმება ეს პროგრამა 2015 წლის ბუჯეტში. გამოცხადდება ტენდერი, ტენდერს აქვს თავისი 20 დღიანი ვადა, შემდეგ არის ხელშეკრულების გაფორმება და ტენდერის დასრულების შემდეგ, რიგითობის პრინციპით გარანტიით გაკეთდება ყველაფერი,“- ამბობს ლაშა კილაბერია.

მისივე თქმით ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში უნდა გაკეთდეს პროექტის ხარჯთაღრიცხვა. ამ შემთხვევაში ამხანაგობა 3%-ს, ხოლო 97%-ს იხდის მერია.

„წელს ამ პროგრამით 15-მა საერთო საცხოვრებელმა ისარგებლა რაშიც 150 ათას ლარი დახარჯულია,“- აღნიშნა ლაშა კილაბერიამ.