პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით 14 ნოემბერს გამოვა

გიორგი მარგვლეაშვილიპრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით 14 ნოემბერს გამოვა. უკვე ცნობილია დღის წესრიგიც.

პლენალრული სხდომა 12.00 საათზე გიორგი მარგველაშვილის გამოსვლით დაიწყება, მის შემდეგ კი ტრიბუნას დავით უსუფაშვილი დაიკავებს.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის წინადადებაა, რომ პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ პარლამენტის სახელით განცხადება გააკეთოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის მიმართვა დებატების გამართვის შესახებ გარკვეულ მოსაზრებებს ან რეზოლუციის მიღების სურვილს გააჩენს, ეს შემდგომ საპარლამენტო სხდომებზე იმსჯელებენ.
დავით უსუფაშვილის წინადადების პასუხად, უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე ინიციატივით გამოვიდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამოცხადდეს ათწუთიანი შესვენება და თუკი მისი მიმართვა გამოიწვევს დეპუტატების პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან პასუხის გაცემის სურვილს, შესვენების პროცესში კონსულტაციები გაიმართოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც საპასუხო განცხადებას გააკეთებს.
დავით საგანელიძის მოსაზრებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლას უნდა ჰქონდეს პრეზიდენტის მიმართვის დატვირთვა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, თუკი პრეზიდენტის გამოსვლა დეპუტატებს და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის სხვადასხვა მოსაზრებებს გააჩენს, ამაზე, 10 წუთში პოზიციების შეჯერება რთული იქნება.