ხატიაშვილი: “პროკურატურამ წყალში ჩაყარა მთელი ის მტკიცებულები რომელიც ირაკლი ალასანიას უწყების წინააღმდეგ მოაგროვა”

ზაზა ხატიაშვილინორმალური მოსამართლის ხელში , ან ევროპულ სასამართლოში თუ გასაჩივრდა ყველა მომენტში ადვოკატები ამ საქმეს მოიგებენ.ეს განცხადება „ადვოკატთა ასოციაციის ხელმზღვანელმა“ ზაზა ხატიაშვილმა, „რუსთავის-2“-ის ეთერში გადაცემა „პ-ს“-ში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავავშირებით საუბრისას გააკეთა. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, აღნიშნიშნულ საქმეში სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის დარღევა, რადგან პროკურორებმა ადვოკატებს საქმის მასალები არ გადასცეს. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯით, პროკურატურამ წყალში ჩაყარა მთელი ის მტკიცებულები რომელიც ირაკლი ალასანიას უწყების წინააღმდეგ მოაგროვა. რადგან კანონში პირდაპირ წერია, რომ თუ მტკიცებულებებს ადვოკატებს არ გადასცემენ, ის არ შეიძლება სასამრთლოზე იყოს დაშვებული. „ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდა და დიქტატურაზე გადავიდა. „პ-ს“-თან საუბრისას ხატიაშვილი თამაზაშვილის გვარსაც ახსენებს და ამბობს, რომ კახეთში ვითარებას სწორედ ის აკონტროლებს. მისივე თქმით, მოსამართლე თოთოსაშვილი სწორედ თელავიდან გადმოიყვანეს და ის მზად არის ყველაფერზე მოაწეროს ხელი .
„ის მოსამართლე, ეტყობა იყო მასზე კომპრომატები და მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო მან. ნორმალური მოსამართლის ხელში , ან ევროპულ სასამართლოში თუ გასაჩივრდა ყველა მომენტში ადვოკატები ამ საქმეს მოიგებენ. იმიტომ, რომ ეს შეკრებილი მასალა არის დაუშვებელი მტკიცებულება. ეს ადამიანები დღეს არიან მძევლები პროკურატურის და მათზე განხორციელდება ძალადობა, რომ მათ აღიარონ არ ჩადენილი დანაშაული. როდესაც „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდა გადავიდა დიქტატურაზე, ჯერ სად ვართ. ეს არის უბედური ტრადიცია ამ ქვეყანაში, რომ გადმოყავთ იმ რეგიონებიდან მოსამართლეები, რომელბსაც თვითონ აკონტროლებენ. არახალია, რომ კახეთის რეგიონს მთლიანად თამაზაშვილი აკონტროლებს, აქედან გამომდინარე ჩამოიყვანეს ის მოსამართლე , ვინც უნდა ჩამოეყვანათ და ვინც ნებისმიერ რამეზე მოუწერდა ხელს პროკურატურას,“-განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში გადაცემა „p.s“-თან საუბრისას.