ნანუკა ჟორჟოლიანი:”„აი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის რომ არ გადააგერქმიათ სახელი და სხვა ქუჩა ყოფილიყო ბერი გაბრიელის სახელობის რა მოხდებოდა?!”

ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირისთვის სახელის გადარქმევის ფაქტს ეხმაურება. ჟორჟოლიანი გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევს და წერს:
„აი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის რომ არ გადააგერქმიათ სახელი და სხვა ქუჩა ყოფილიყო ბერი გაბრიელის სახელობის რა მოხდებოდა?! მგონი უკვე აღარც მალავთ ოკუპანტებს რომ მაგრად უსწორებთ ხომ?!,“-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირს საკრებულოს 27-ი ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სახელი შეეცვალა და წმინდა ბერი გაბრიელის სახელი ეწოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი კი საბურთალოზე, იპოდრომთან ერთ-ერთ გზატკეცილს დაერქვა. გარადა ამისა ისნის რაიონში, წულაძის ქუჩის 23 ნომერში წმინდა სალოსი ბერის სახელობის ტაძრის მშენებლობასაც ჩაეყარა საფუძველი. ადგილი მეუფე გრიგოლმა სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა და პარაკლისი აღავლინა. კურთხევას თბილისის საკრებულოს თავჯდომარე და ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი დაესწრნენ.