ალასანია: “”ამ დღეებში მნიშვნელოვანი რაც გავაკეთე, შევხვდი ჩვენი ყველა დაკავებულის ოჯახებს”

ირაკლი ალასანია

“ამ დღეებში მნიშვნელოვანი რაც გავაკეთე, შევხვდი ჩვენი ყველა დაკავებულის ოჯახებს. ისინი ძალიან მტკიცედ დგანან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბიჭებს ოჯახების მხარდაჭერა ჰქონდეთ. ჩავხედე საქმეს, იმ მასალებს, რაც ჩვენ გაგვაჩნდა და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში. დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს საათებში გადაწყდება საიდუმლო “გრიფის” მოხსნის საკითხი და ეს გამოძიება ტრანსფარენტულად წარიმართება”, – განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროში ის რეფორმები, რაც ქვეყანას ევროატლანტიკურ სივრცესთან კიდევ უფრო კრავს, არ გაჩერდება და კიდევ უფრო დიდი ტემპებით წავა წინ.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო რეგულარულ ფუნქციონირებას გააგრძელებს. ალასანიას განცხადებით, მთავრობის სხდომაზე ის პრემიერ-მინისტრს გადასცემს მასალებს, რომლითაც მისი თანამშრომლების უდანაშაულობა დასტურდება.

“რაც შეეხება კითხვის ნიშნებს, ჩვენ ამაზე პრემიერთან გვქონდა საუბარი და დღესაც გადავცემ პრემიერს ჩვენს მოსაზრებებსა და მასალებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან, თუმცა სასამართლომ და გამოძიებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას”, – განაცხადა ალასანიამ.