პუტინი კვდება? – რუსეთის პრეზიდენტს სიმსივნე გაურთულდა

ვლადიმერ პუტინირუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ძველი ავადმყოფობა – სარკომა (ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე) გაუმწვავდა.

ამის შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე იმიერკარპატებში მოღვაწე ცნობილი ღვთისმსახური დიმიტრი სიდორი წერს. სასულიერო პირის თქმით, პუტინის მდგომარეობა კრიტიკულია.

“ვილოცოთ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინისთვის. ჩემმა მოსკოველმა კოლეგებმა შემატყობინეს, რომ სარკომა გაუმწვავდა. ამბობენ, რომ მდგომარეობა კრიტიკულია. ვლადიმერ ვლადიმერის ძე სლავი ხალხის მამაა, ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს”, – წერს მამა სიდორი.

პუტინს სიმსივნე პირველად 2003 წელს დაუდგინდა. თუმცა ეს სწორი ნაწლავის კიბო იყო, რაც მისი ამოკვეთის გზით, საკმაოდ ადვილად იკურნება. პუტინსაც ოპერაცია ჩაუტარდა.

რუსეთის ხელისუფლების დაუწერელი კანონის თანახმად, პრეზიდენტის სერიოზული ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია არ გახმაურებულა. ექიმები დოკუმენტს გრიფით “საიდუმლო” იცავენ და ის შესაბამისი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

პრეზიდენტები თანამედროვე რუსეთში, მძიმე ავადმყოფობის დროსაც კი, კრემლის კედლებს არ ტოვებენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინს ძვლის კიბო აქვს, დამალული არავისთვისაა, თუმცა კრემლი ოფიციალურად დუმს.