დღეს მთელს მსოფლიოში ქალებს ბუსტჰალტერის გახდისკენ მოუწოდებენ

დღეს, 13 ოქტომბერს მთელი მსოფლიოს ქალებს მოუწოდებენ, გაათავისუფლონ მკერდი ბუსტჰალტერისგან, რომ მოხდეს საზოგადოების მეტად ინფორმირება აქციის ”დღე აზღუდის გარეშე” შესახებ.

აქცია ”დღე აზღუდის გარეშე” პირველად 2011 წელს ჩაატარა ექიმმა მიტჩელ ბრაუნმა, რომელიც პლასტიკური ქირურგია და ტორონტოში მუშაობს. აქცია მალე გავრცელდა და

მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში მოიკიდა ფეხი.

”დღე აზღუდის გარეშე” შექმნილია იმისთვის, რომ რეკლამირება გაუწიოს განათლების გავრცელებას და ხელმისაწვდომობას ქალებისთვის, რომლებსაც შეიძლება სურდეთ მასტექტომიის შემდეგ მკერდის აღდგენა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში მრავალი ქალი აქვეყნებდა სოციალური მედიით ფოტოებს და პოსტებს ამ დღესთან დაკავშირებით და იყენებდა წარწერას ”no bra day”.