ქართველი ლიდერების ბრძოლა დავოსისთვის – სტატია “კომერსანტში”

გიორგი მარგველაშვილისაქართველოს ლიდერებმა დავოსისთვის ბრძოლა მოაწყვეს, – ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს და ქვეყნის ლიდერების დაპირისპირებას სტატიას უძღვნის.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტ გიროგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის ახალი კონფლიქტი გაჩნდა. „მათ ვერ მოილაპარაკეს, თუ ვინ წარმოადგენს საქართველოს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში“, – წერს „კომერსანტი“. გამოცემის ცნობით, დავოსში მიწვევა ორივემ მიიღო, თუმცა პრემიერს, რომელსაც კონსტიტუციით რეალური ძალაუფლება გააჩნია, არ სურს შვეიცარიაში წასვლა იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც „სიმბოლური პრეზიდენტი“ უხელმძღვანელებს.რეზიდენტი დავოსში პირადად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა დაპატიჟა.მთავრობა ახლაც შეეცდება შეუზღუდოს პრეზიდენტს ამბიციები, რომელიც ახალი კონსტიტუციით ქვეყნის მეთაურია, თუმცა სიმბოლური უფლებები აქვს. წერს რუსული გამოცემა.