„თავისუფალი ზონის“ წევრი ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს

„თავისუფალი ზონის“ წევრი გირშელ ბართაია ფინანსთასამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული.

როგორც ბართაიამ „პირველ რადიოს“ განუცხადა, საგამოძიებო სამსახურში ის სარამოს 5 საათზე გამოცხადდება. როგორც ბართაია ამბობს, ის დაკითხვაზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული.

„დამიკავშირდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი და განმიმარტა, რომ მე ვიყავი მოწმის სახით დაბარებული დაკითხვაზე ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით. საქმე ეხება ჩემი „საქართველოს ფოსტაში“ მუშაობის პერიოდს, სადაც დაახლოებით 2 წლის წინ ვმუშაობდი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუ რაზე მიბარებენ. ადვოკატს შევხვდები და საღამოს 5 საათზე მივალ ფინანსურ პოლიციაში“, – განუცხადა გირშელ ბართაიამ „პირველ რადიოს“.