უელსის სამიტზე MAP-ზე საუბარი არ იქნება – რასმუსენი

ანდრეს ფოგ რასმუსსენი“უელსის სამიტზე არ იქნება საუბარი MAP-ზე, თუმცა ალიანსი მხარდაჭერას გამოუცხადებს საქართველოს ნატო-სთან დაახლოების კუთხით“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამიტზე შეთავაზებული იქნება პაკეტი, რომელიც შემუშავდება საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

“უელსის სამიტზე არ იქნება საუბარი MAP-ზე, თუმცა ალიანსი მხარდაჭერას გამოუცხადებს საქართველოს ნატო-სთან დაახლოების კუთხით. ეს იქნება ძირითადი პაკეტი, რომელიც შემუშავდება საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით სამიტამდე დარჩენილ პერიოდში. მე, სამწუხაროდ, ვერ დაგისახელებთ ელემენტებს, რომლებზეცაა საუბარი, მაგრამ შეგახსენებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას – საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.