მარიხუანასთვის ბექას 11 წელი, დიმიტრი დარბაისელს ჰეროინის მოხმარებისთვის 39 000 ლარიანი პრემია… – ირაკლი კორძაია

1402413008784114სოზარ სუბარის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, ირაკლი კორძაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელზე, დიმიტრი დარბაისელზე სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს.


„პრემიერის მიერ უკანასკნელ პრესკონფერენციაზე დაუნდობელი ნარკოპოლიტიკის დეკლარირების ფონზე მეტად უცნაურია ის, თუ როგორ მოახერხა დიმიტრი დარბაისელმა თანამდებობიდან ნარკოლოგიური შემოწმების გარეშე წასვლა. გამოდის, მარიხუანის მოწევისთვის ვინმე ბექას 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. სამაგიეროდ, დიმიტრი დარბაისელს ჰეროინის მოხმარებისთვის 39 000 ლარიანი პრემია და პრემიერის მადლობა ვაჟკაცობისთვის და გაწეული სამსახურისთვის…“ – წერს “ფეისბუქის” გვერდზე ირაკლი კორძაია.