მაკა კილაძე რიჟას: „ეგ ჩირქი მილიონებით არ ირეცხება“… (ფოტო)

1402414474787000„თავისი სახელი და კაცობა თუ ეკიდა თავის ანგელოზივით შვილზე მაინც ეფიქრა პრო..ი მამის სახელით, რომ უნდა იცხოვროს მთელი ცხოვრება.

ეგ ჩირქი მილიონებით არ ირეცხება…ქრისტესაც ყავდა თორმეტ მეგობარში ერთი იუდა, რას იზამ მაგისგან დაზღვეული ვერ ვიქნებით“.- წერს ,,ფეისბუქის” გვერდზე გიორგი ღონიაშვილის მეუღლე მაკა კილაძე.

იუდა, როგორც ირკვევა გიორგი ღონიაშვილის ყოფილი მეგობარი გიორგი კაპანაძე, ზედმეტსახელად რიჟა გახლავთ, რომელმაც მეგობრის ფარულად ჩაწერა მოახერხა. როგორც ამბობენ, სწორედ ამ ფარული ჩანაწერისა და რიჟას ჩვენების საფუძველზე მოხდა გიგი უგულავას ქვისლის დაკავება.

მაკა კილაძე ,,ფეისბუქის” გვერდზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ რიჟას ფოტოსაც აზიარებს. ფოტოს შემდეგი სახელწოდება აქვს – „ფრთხილად რიჟა კამერითაა“.

ხოლო თავისი მეუღლის ყოფილ მეგობართან დაკავშირებით შემდეგს წერს.

მაკა კილაძე: „ეს ნაძირალა დაჭერამდე ორი დღით ადრე ღონეს კალათბურთის ფინალურ მატჩს დაესწრო , გვერდით მეჯდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა ; ღონჩიკ, ღონჩიკ…

რა ფული და ან რა სოციალური სტატუსი წონის ამ სიმდაბლეს. როგორ უნდა გაიძულონ ხუთ წლიან მეგობრობას ხაზი გადაუსვა და ციხისთვის გაიმეტო შენი მეგობარი თან ისეთი როგორიც ღონეა. გარეთ დაუტოვო სამი შვილი და აქედან ორი მცირეწლივანი. რამ უნდა დაგაბრმაოს და გაგაბოროტოს ესე“…