ვიქტორია ნულანდი -აშშ უკრაინასა და საქართველოში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგებას არ გეგმავს

1402415762554262აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ აშშ უკრაინასა და საქართველოში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგებას არ გეგმავს.

ამის შესახებ ნულანდმა კიევში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არ ვგეგმავთ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგებას არც უკრაინაში და არც საქართველოში, არც ახლა და არც მომავალში”, – ანაცხადა ვიქტორია ნულანდმა.