ხაჩიძე: “ჰაკიმმა ენაზე 9 პირი ტყავი გადაიძრო “5%-იან პარტიაზე” ლაპარაკით“

გოგა ხაჩიძესაპრლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ პრესკონფერენციას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.


„ჰაკიმმა ენაზე 9 პირი ტყავი გადაიძრო “5%-იან პარტიაზე” ლაპარაკით“,- წერს გოგა ხაჩიძე.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ეცემა და მათი მაჩვენებელი 5%-ია.

“მე გეტყვით რომ „ნაციონალების“ რეიტინგი ეცემა, ყველგან გაზომილია, 5-6% აქვთ ყველა სოფელში, ყველგან, რეგიონებში, საერთო ჯამში მათ აქვთ 5-6%, 5%, ანუ საკუთარ სიმბოლურ ციფრზე ჩამოვიდნენ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.