გიგი უგულავას ცოლის და განცხადებას აკეთებს

უგულავას მეუღლე„ეს საგიჟეთი მალე დასრულდება“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „ესეც ჩაივლის“, „ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ყველაფერს აქვს დასასრული, ესეც დასრულდება“, –

ასე ამხნევებენ სოციალურ ქსელში მეგობრები გიგი უგულავას ცოლის დას მაკა კილაძეს. როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს.

თუმცა, ზოგიერთთა თქმით დაკავების ნამდვილი მიზეზი უგულავას ქვისლობაა. გიორგი ღონიაშვილის მეუღლე მაკა კილაძე ,,ფეისბუქის” გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს

მაკა კილაძე: „მეგობრების სასამართლოები, მამის სასამართლოები, სიძის სასამართლოები , ახლა ქმრის სასამართლოები და ხიჩკოკს ვუყურო , რომ იმის ფონზე ჩემი ცხოვრება რამენაირად დავაფასო?!“