შორენა ბეგაშვილი 300 000 დოლარად ნაყიდ სახლში გადავიდა

შორენა ბეგაშვილი„რატომ მაინცადამაინც ცოლშვილიანი? მას შეეძლო, რომ სხვას გაჰყოლოდა“, – წერს, სოციალურ ქსელში ამ ფაქტით დამწუხრებული მკითხველი.

ეს შეკითხვა კი ქართველი „სექს ვუმენის“ შორენა ბეგაშვილის მისამართით დაისვა. როგორც ცნობილი გახდა შორენა ბეგაშვილი თავის ბიზნესმენ რჩეულთან, ირაკლი ნანაძესთან გადავიდა საცხოვრებლად.

შეყვარებული წყვილი რამდენიმე კვირაა ერთად ცხოვრობს. მათი ურთიერთობა კი უფრო მეტ ხანს ითვლის. უბრალოდ ერთად ცხოვრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება რთული იყო ადამიანისთვის, რომელსაც ცოლი და სამი შვილი ჰყავს, ამჯერად კი გავრცელებული ინფორმაციით ირაკლი ნანაძემ საკუთარი სახლიდან პირადი ნივთები წამოიღო და შორენასთან ერთად ახალ ბინაში „გადასახლდა“. ბინა გოგებაშვილის ქუჩაზე 300 000 დოლარად შეისყიდა.