დიდმკერდიანი ქალები მშიერ და ღარიბ მამაკაცებს იზიდავენ

რამდენიმე თვის წინ ჩატარდა უცნაური ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ეკონომიკური კლასის წარმომადგენელმა 266-მა მამაკაცმა მიიღო. ექსპეტიმენტის ფარგლებში მათ აჩვენეს სხვადასხვა ზომის მკერდის მქონე ქალების ფოტოები. მონაწილეებს მათი მიმზიდველობის შეფასება დაევალათ.
როგორც აღმოჩნდა, ფინანსურად შედარებით გაჭირვებულ მამაკაცებს დიდმკერდიანი ქალები მოსწონთ, ხოლო მდიდრებს პატარა მკერდიანი ქალბატონები იზიდავენ.
უფრო კონკრეტულად კი ექსპერიმენტის შედეგები ასეთია: ღატაკ მამაკაცებს დიდი მკერდი მოსწონთ, საშუალო შემოსავლიანებს – საშუალო, ხოლო მდიდრები პატარა მკერდს სჯერდებიან.
მეორე ექსპერიმენტის მიხედვით კი დიდი მკერდისადმი განსაკუთრებულ ლტოლვას, ძლიერი სქესის მშიერი წარმომადგენლები განიცდიან.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაშინაც კი, როცა მამაკაცს პატარა მკერდი მოსწონს, „საქმეში“ უპირატესობას მაინც დიდს ანიჭებს. გარდა ამისა დიდმკერდიან ქალებს, მამაკაცები უფრო ხშირად ეხმარებიან.
საიდან არის ეს ცნობილი?
2007 წელს ფრანგმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი – მათ სტუდენტ გოგონას სთხოვეს, რომ ავტოსტოპით ემოგზაურა. მას სპეციალური ბიუსტჰალტერი გაუკეთეს, რათა მეკრდი უფრო დიდი გამოჩენილიყო. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები უფრო ხშირად დიდმკერდიან ქალებს სთავაზობენ დანიშნულების ადგილამდე მიყვანას.
კიდევ ერთი ექსპერიმენტის მიხედვით კი მიმტანი გოგონების „ჩაის“ რაოდენობა, მათ მკერდის ზომასთან პირდაპირ კავშირშია. რაც უფრო დიდია მკერდი, მით უფრო ხელგაშლილია კლიენტი.

გააკეთე კომენტარი უკვე facebook ით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s