გაიგე ქალის ტემპერამენტი მისი მკერდის ფორმის მიხედვით

ქალის მკერდს ბევრი რამის თქმა შეუძლია პატრონის შესახებ, მკერდის ფორმის მიხედვით შესაძლოა, გაიგო როგორია ქალი საწოლში.

იტალიელები ცნობილები არიან, როგორც ქალთა გულთამპყრობელები. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ იტალიელმა სექსოლოგმა აღმოაჩინა პირველად “ქალის მკერდის ფორმულა”. სპეციალისტი ამტკიცებს, რომ მკერდის ფორმისა და ზომის მიხედვით საკმაოდ მაღალი სიზუსტით არის შესაძლებელი მისი ხასიათის ამოცნობა.

თუმცა იტალიელ სექსოლოგს საკუთარი საიდუმლო არ გაუმხილია.

ალუბალი
ქალები, რომელსაც ალუბლის ფორმის პატარა მკერდი აქვთ, საკმაოდ ჭკვიანები და ცხოვრებაში სანდო მეგობრები არიან, თუმცა საწოლს დიდ მნისვნელობას არ ანიჭებენ და სექსი მათ ცხოვრებაში ნომერ პირველ ადგილს ნამდვილად არ იკავებს, მაგრამ შესაბამისი განწყობისას ძალიან ადვილად აღიგზნებიან.

მსხალი
მსხლის ფორმის მკერდის მქონე ქალები მზად არიან სექსის ნებისმიერი ფორმა და სახეობა გამოსცადონ.

ლიმონი
ლიმნის ფორმის მკერდის მქონე ქალები ხშირად ეპატაჟურები, ოპტიმისტურები და დამოუკიდებლები არიან. სექსში საკმაოდ გახსნილები არიან, თუმცა ცხოვრებაში გამომწვევად არ იქცევიან, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით.

ყურძენი
ქალები, რომელთა მკერდი ყურძნის მტევანს მოჰგავს, საკმაოდ მორიდებული, მორცხვი და ალერსიანები არიან. საწოლში არ ბრწყინავენ, მაგრამ სადიასახლისო საქმეებში ბადალი არ ჰყავთ.

ნესვი
ამ ქალებს, რომელთა მკერდი ნესვს ჰგავს, უყვართ როცა მათ მამაკაცები სათანადოდ უვლიან. მათ არ უყვართ სექსი და მას სხვა გასართობი ურჩევნიათ, რომელიც მამაკაცებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ. მსგავსი ქალები იშვიათად არიან დიასახლისები და მათგან არც კარგი ბიზნესლ-ლედი გამოვა.

ანანასი
მშვენიერი სქესის ეს წარმომადგენლები საკმაოდ ჭკვიანები არიან და შეიძლება ითქვას, მათ კარიერაში წარმატება გარდაუვალია. სექსში საკმაოდ გახსნილები არიან, მაგრამ მათთან ინტიმური სიახლოვის მისაღწევად მამაკაცს საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რადგან ასეთი ქალის გულის მოგება რთულია. ამასთან ერთად, მსგავსი ქალები ერთგულები არიან და ცხოვრების მეგზურს არასდროს უღალატებენ.