“მანჩესტერული” წმენდა და 200 მილიონი ტრანსფერებზე

მანჩესტერისეზონის დასრულების შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედში” დიდი ცვლილებები იგეგმება. თჰე თელეგრაპჰ-ის ცნობით, “წითელი ეშმაკები” ტრანსფერებზე 200 მილიონ გირვანქა სტერლინგს დახარჯავენ.

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “ოლდ ტრაფორდს” ბევრი ფეხბურთელი დაემშვიდობება. შემადგენლობის შესაცვლელად, “მანჩესტერის” ხელმძღვანელობა სამწვრთნელო შტაბს 200 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში, “წითელი ეშმაკები” იაქტიურებენ.

ჯერჯერობით, გაურკვეველია, დარჩება თუ არა დევიდ მოიესი “მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე. რამდენადაც ცნობილია, მანჩესტერელი ქომაგები მის წასვლას მოითხოვენ.