ვალვერდე: “მინდა, რომ ლა ლიგა “ატლეტიკომ” მოიგოს”

 ერნესტო ვალვერდე
ერნესტო ვალვერდე

“ბილბაოს” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, “ატლეტიკოსთან” საკუთარ კედლებში წაგების (1:2) შემდეგ, მადრიდულ გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის მოგებას უსურვებს.

“გუნდებს შორის სხვაობა თვალშისაცემი იყო. დიეგო კოსტას შეჩერება ვერ მოვახერხეთ. წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობდით, მაგრამ მეტოქემ ყველაფერში გვაჯობა.

მინდა, რომ “ატლეტიკომ” ლა ლიგა მოიგოს. სიმეონეს გუნდი ამას იმსახურებს.” – განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.