სექსის მნიშვნელობა და სექსის დადებითი ეფექტები

სექსიძალიან ხშირად ისმევა შეკითხვა, რა მნიშვნელობა აქვს სექსს? ჩვეულებრივი ბანალური პასუხია: სექსი არის სიამოავნების მისაღებად და შთამომავლობის ყოლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხი არ არის მცდარი, სწორიც ვერ იქნება, რადგან არ მოიცავს ყველა იმ “სიკეთეს”, რისი გაკეთებაც სექსს შეუძლია.

სექსს შეუძლია ადამიანისთვის განწყობის ამაღლება. სექსის დროს გამოიყოფა ენდორფინები, რომლებიც პასუხს აგებენ ადამიანის პოზიტიურ განწყობაზე. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თავის ტვინში არსებობს სიამოვნების ცენტრი, რომელიც კარგი სექსის შემდეგ სტიმულირდება და იწვევს განწყობის გაუმჯობესებას.

უშუალოდ ორგაზმის წინ სისხლში გადმოისროლება მორფინის ანალოგები, რომლებსაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. ქალებს კი აგრეთვე გამოეყოფათ ესტროგენები, რომლებიც აყუჩებენ პრემენსტრუალურ ტკივილს.

აგზნების დროს პულსი ხშირდება 60-70-დან 120-150-მდე და 30 წუთიანი სექსის დროს დაახლოებით 200-250 კკალ იხარჯება.

ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რეგულარული სექსი, სისხლში 30%-ით მეტი ანტისხეული აქვთ. შესაბამისად, ისინი გაცილებით იშვიათად არიან ავად გრიპითა და გაციებით.

მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ რეგულარული სექსი ზრდის მკერდს, მაგრამ ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა და კვლევები მის დასასაბუთებლად არ არსებობს.

და ბოლოს, რეგულარული სექსის დროს ქალების ორგანიზმში იზრდება კოლაგენის რაოდენობა და ახალგაზრდავდება კანი.

აქვს სექსს ეფექტები? რა თქმა უნდა აქვს. სექსის ფიზიოლოგიური პროცესია და როგორც ყველა ფიზოლოგიურ პროცესს აქვს თავისი ეფექტი.

ცოტა ხნის წინ ექიმებმა შარონ ჰინსლიფმა და მერინ გოტმა შერილდის უნივერსიტეტიდან ჩაატარეს კვლევა და აღმოაჩინეს სექსს არაერთი დადებითი ეფექტი აქვს.