რა გავლენას ახდენს ხშირი სექსი ორგანიზმზე?

 

952cd9c3f516

მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი კვლევა და დაადგინეს თუ რა გავლენას ახდენს ხშირი სექსი ქალისა და მამკაცის ორგანიზმზე.

ხშირი სექსი ქალებში:

ხშირი სექსი კარგად იცავს ქალს გარეგანი ზემოქმედებისაგან, აჯანსაღებს ნერვულ სისტემას. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც გამოავლინა, რომ ქალი, რომელსაც დაქალზე ხშირად ჰქონდა სექსი, იყო უფრო მშვიდი, საღად მოაზროვნე, აქტიური და სტრესის მიმართ უფრო გამძლე.
სექსი იმუნიტეტის გამაძლიერებელი ფაქტორია. ხშირი სექსით ქალისა და მამაკაცის ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები სხვადასხვა ინფექციების წინააღმდეგ.

ხშირი სექსი და სილამაზე – სქესობრივი აქტის დროს განცდილ სიამოვნებას შეუძლია ქალს ახალგაზრდობა და სილამაზე აჩუქოს.

მოძრაობა სიცოცხლეა – სექსი სპორტია! შესაბამისად სექსი ჯანასაღი ცხოვრების წესია. თუკი სექსის დროს ქალი აქტიურია, ერთ წუთში იგი დაახლოებით 5-7 კალორიას ხარჯავს.

ქალების დიდ ნაწილში სექსი თავის ტკივილს ხსნის. ასეთ დროს ქალის ორგანიზმში გამოიყოფა ენდორფინები და უმჯობესდება სისხლმომარაგება. ქალისთვის სექსი ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ქალი დაღლილია, მამაკაცი უნდა გახდეს მისი მკურნალი ექიმი. მოფერება, ალერსი და სიყვარული ქალისთვის არის წამალი.

ხშირი სექსი მამაკაცებში:

რაც შეეხება მამაკაცებს, მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ხშირი სექსი მათ კიბოს განვითარებისგან იცავს. იმ მამაკაცებში, რომელთაც ეაკულაცია კვირაში 13-ჯერ მაინც აქვს, პროსტატის კიბოს რისკის 14%-ით ნაკლებად დგას, ვიდრე მამაკაცი, რომელსაც ეაკულაცია თვეში 4-7-ჯერ აქვს. ხოლო იმ მამაკაცებში, რომლებსაც ეაკულაცია თვეში 21-ჯერ აქვთ პროსტატის კიბოს რისკი სხვებთან შეადრებით 33%-ით ნაკლები აქვს.

რაც შეეხება ხშირი სექსის უარყოფით მხარეებს. ხშირი სექსი მამაკაცებში ნაწილობრივ აქვეითებს სექსის სურვილს. მას აღსაგზნებად მეტი დრო და მრავალფეროვნება სჭირდება. გარდა ამისა, ეაკულაციის დროს ორგანიზმიდან სპერმასთან ერთად იკარგება დიდი რაოდენობით ვიტამინები, მინერალები და თუთია.

სპეცილისტების ასევე განმარტავენ, რომ ორგანიზმში თუთია უზრუნველყოფს: უჯრედების ზრდას, ცილების სინთეზს, ჭრილობების შეხორცებას, სპეციფიური იმუნური რეაქციებში მონაწილეობას, ნახშირწყლებისა და ცილების ათვისებას, მეხსიერების კარგად ფუნქციონირება, ყნოსვითი და გემოვნებითი მგრძნობელობის შენარჩუნებას, ბადურის სტაბილურობა და ბროლის გამჭვირვალობასა და სასქესო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებას.